ხომ არ შემოგვესწავლგვეთამაშა?!
684.0 ლარი
მიზანი 320.0 ლარი, მიღებული - 100%
29 მხარდამჭერები
0 დარჩენილი დღეებიკამპანიის შინაარსი
ვინ თქვა, რომ სწავლის ძირი ყოველთვის მწარეა?
სამაგიდო თამაში “კუდა” მოსწავლეებს (და არა მარტო მათ) საშუალებას აძლევს თამაშ-თამაშით ისწავლონ ის საკითხები, რომლებიც ვფიქრობთ, საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იცოდეს.თამაში მოიცავს 3 სირთულის კითხვებს 10 კატეგორიიდან, ესენია:ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ხელოვნება და მუსიკა. ყოველ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემისას მოთამაშეს ემატება გარკვეული ოდენობის ქულა(კუდი). გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე მეტ კუდს მოაგროვებს. ჩვენი მიზანია – ადამიანებს სწავლის პროცესის გამარტივებით შევაყვაროთ ეს საკითხები , სწორედ ამიტომ შევქმენით სამაგიდო თამაში, რომელიც ამ პროცესს ინტერაქციულს, სახალისოსა და აზარტულსაც კი გახდის.
ჩვენი ვართ თათია და თაკო გეგელაშვილები. ორივეს ძალიან გვიყვარს სამაგიდო თამაშები და ყოველთვის გვინდოდა კუდას მსგავსი თამაში გამოჩენილიყო ქართულ ბაზარზე. რადგან ეს არა და არ მოხდა, გადავწყვიტეთ ჩვენთვითონვე შეგვექმნა თამაში, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა ჩვენს მოთხოვნას.
ასე რომ, თუ გსურთ ჩვენთან ერთად უამრავი საინტერესო რამ შემოგესწავლგეთამაშოთ, მხარი დაგვიჭირეთ ჩვენი იდეის რეალობად ქცევაში!
სიახლეები
მხარდამჭერები





























დატოვე კომენტარი