„ხე მაინც დარგე“

4,300.0 ლარი

Matchfunded by USAID 10,000 GEL

მიზანი 4,286.0 ლარი, აქედან შეგროვებულია - 100%

31 მხარდამჭერები

0 დარჩენილი დღეები
გაზიარება:
კამპანია დასრულდა წარმატებით.

კამპანიის შინაარსი

როგორ დავიწყეთ?

პანდემიის კარჩაკეტილობის დროს, დავიწყე ჩემი შვილებისთვის სახალისო გაკვეთილების ჩატარება. ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილის დროს ვისაუბრეთ ავსტრალიაში და სამხრეთ ამერიკაში მასიური ტყეების დაწვაზე და კლიმატურ ცვლილებებზე. ჩემმა პატარა შვილმა ანამ მკითხა: საქართველოში ამ მიზეზით თუ იწვება ტყეები? რამდენიმე დღეში გავარკვიე, რომ საქართველოში 2015 წლიდან 2020 წლამდე გლობალური დათბობის მიზეზით ყოველ თვე 341 დინამოს სტადიონის ზომის ტყე დაიწვა.

ამ ინფორმაციის გაზირების შემდეგ უფრო ჩამჭრელი და რთული კითხვა დამისვა: რა უნდა გავაკეთოთ რომ ტყეები ასე მასიურად არ იწვებოდეს?  შევეცადე მარტივი სიტყვებით ამეხსნა სათბურის გაზის ეფექტის შესახებ და ვუთხარი რომ მომწამვლელი გაზების წარმოქმნის შესამცირებლად უარი უნდა ვთქვათ ტელეფონებზე, მანქანით და თვიმფრინავით მგზავრობაზე, ელექტრო ენერგიის მოხმარებაზე და ასე შემდეგ. ეს არ მოეწონა, რა თქმა უნდა.  კიდევ, ხეები უნდა დავრგოთ, რომ მათ მომწამვლელი გაზი შეიწოვონ და სასარგებლო ჟანგბადი გამოყონ თქო. პატარა ანას გაუნათდა თვალები და მითხრა, მოდი მაშინ ხე მაინც დავრგოთო. ასე ამ სლოგანით “ხე მაინც დარგე“ დაიყწო ეს ყველაფერი და ვრგავთ ხეებს ყოველ თვე  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მალე ჩვენი მეგობრები შემოგვიერთდნენ, მერე მეგობრის მეგობრები და სულ რამდენიმე თვეში, ზოგი საიტის შექმნაში, ზოგი ფეისბუკის გვერდის შექმნაში დაგვეხმარა და რამდნეიმე თვეში ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია “გრინ ფორ გეორგია” (Green4Georgia). ჩვენი ორგანიზაცია წარმოადგენს აპოლიტიკურ, არასამეწარმეო, არაკომერციულ საქველმოქდემო ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის მიზანია ადგილობრივი და ენდემური სახეობის, მცენარეების პოპულარიზაცია, ხეების დარგვა, ტყეების გაშენება, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა, ბუნების გაფრთხილება, ეკოლოგიის პოპულარიზაცია და ამ მიზნებისთვის სოციალური, საქველმოქმედო და კულტურული საქმიანობის განხორციელება.

 

ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზნებია:

  • ტყეების გაშენება/კონსერვაცია/გამოჯანრთელება;
  • ქალაქებში ტყის სახის ობიექტების აღდგენა/დაფუძნება;
  • კლიმატის ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და დამცავი მექანიზმების ადვოკატირება;
  • პროცესებში საზოგადოებისა და კომპანიების მაქსიმალური ჩართულობა სხვადასხვა მექანიზმებით;

ამ ეტაპზე, ორგანიზაცია ახორციელებს რამდენიმე პროექტს. ასევე, მიმდინარეობს რამდენიმე ახალ ინიციატივაზე კონსულტაციები საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებთან.

 

მიმდინარე პროექტი:

დარგე შენი ხე ქალაქში

რას გულისხმობს პროექტი?

პროექტის მიზანია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქალაქებში ბოტანიკური გამრავალფეროვნება (თუმცა, პირველ ეტაპზე ვიწყებთ საქართველოში არსებული 10 ქალაქით, სადაც ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია) და ენდემური ფლორის პოპულარიზაცია. შემოსული თანხებით კერძო და სახელმწიფო სანერგეებიდან ვყიდულობთ ენდემური სახეობის ნერგებს, რითაც ვაძლიერებთ და ვახალისებთ, როგორც მცირე ბიზნესს, ასევე ვეწევით ენდემური სახეობის პოპულარიზაციას.

როგორ?

შეგროვებულ ნერგებს ვჩუქნით შერჩეულ ქალაქებს და ვაკვირდებით ხეების მოვლისა და შენახვის პროცესს. ყველა ხეს აქვს შესაბამისი GPS კოდი და შეყვანილია დარგვის ადგილის კოორდინატები.

გთხოვთ, იხილეთ ვიდეო რგოლი: https://www.youtube.com/watch?v=Rj0PaLP3HGk&t=9s

 

პროექტი, რომელზეც გაფორმებულია შეთანხმება:

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი,  კოლხური ფლორის დენდრარიუმი

რას გულისხმობს პროექტი?

24 ივნისს ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თანამშრომლობის მიზანია, ქალაქ ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის კოლხური ფლორის დენდრარიუმის და სანერგე მეურნეობის შექმნა.  ამასთან,  ყოველწლიურად, დაგეგმილია ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების ეკოგანათლების, გარემოს, ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

გთხოვთ, იხილეთ ვიდეო რგოლი: https://www.youtube.com/watch?v=D9FCMZ8p2hw

 

როგორ?

მემორანდუმის ფარგლებში, Green4Georgia უზრუნველყოფს ფინანსური კონტრიბუტორების მობილიზაციასა და ფინანსურ მხარდაჭერას, აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოებას საქმიანობის და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლებისა და სტუდენტების ჩართულობით სხვადასხვა პროექტების განხორციელებასა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პროცესების მონიტორინგს.

ზუგიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი ბუნებიდან ამოიღებს და კოლხური ფლორის დენდრარიუმში გადარგვას 185 ხეს.  უზრუნველყოფს ენდემური მერქნიანი ხემცენარეების თესლების შეგროვებას, 370 ხე მცენარის ნერგის და თესლის გამოყვანას 4 წლის განმავლობაში და კოლხური ფლორის დენდრარიუმში  გადარგვას.

კოლხური ბზის პუპულარიზაციისა და გადარჩენისთვის, ზუგდიდის ბოტანიკური სანერგე, მოსახელობის ჩართულობით გამოიყვანს 5 000 ნერგს და ბოტანიკურ ბაღში გადარგავს.

დირექტორის ბრძანებით შეიქმნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მეგობართა წიგნი, სადაც შეტანილი იქნება ყველა კონტრიბუტორის მონაცემები.

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერას და გამოყოფს სახსრებს, რათა შეუფერხებლად მოხდეს ყველა ვალდებულების შესრულება. ასევე, მერია უზრუნველყოფს თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის საინფორმაციო მხარდაჭერას.

ზუგდიდის ბონატიკური ბაღი

 

 

 

რატომ ჩვენ?

 

ჩვენთვის ყოველი დარგული ნერგი ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია, შესაბამისად ვითვალისწინებთ იმ პროცედურებს, რომლებიც ნერგების დარგვის შემდგომ არის გასატარებელი. ხის დარგვა თავისთავად კარგი საქმეა, თუმცა აქ არ მთავრდება

 

ყველაფერი. დარგვის შემდგომ ნერგს მუდმივი ყურადღება სჭირდება სანამ არ წამოიზრდება და სრულყოფილ ხედ არ იქცევა. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისათვის, რომ ყოველი დარგული ნერგი ხედ ვაქციოთ. ყველა ხეს აქვს შესაბამისი GPS კოდი და შეყვანილია დარგვის ადგილის კოორდინატები. გამწვანების მიმართულებით არსებობს სხვა პროექტებიც, თუმცა მათგან ჩვენ ერთი მთავარი განგვასხვავებს – ჩვენს მიერ დარგულ ნერგებზე ზრუნვა. ჩვენ გვჯერა, რომ ამ მიდგომით თქვენი შემოწირულობით შეძენილი ნერგები რამდენიმე წელიწადში დიდ და ძლიერ ხეებად იქცევიან, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა ჩვენგანის და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას.

გთხოვთ იხილეთ ანიმაციური ვიდეო რგოლი ზუგიდის ბოატნიკური ბაღის შესახებ:  https://www.youtube.com/watch?v=nrjYtTn51NA&t=85s

ენდემური ხე-მცენარეების პოპულარიზაცია

სახალისო გაკვეთილები სკოლებში

რას გულისხმობს პროექტი?                                                                                             

21 აპრილიდან დავიწყეთ საჯარო და კერძო სკოლებში მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის სახალისო გაკვეთილების ჩატარება. გაკვეთილის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება. კერძოდ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ადამიანისთვის? რა საფრეთხეების წინაშე დგას მსოფლიოს და საქართველოს ტყეები? რა სარგებელი აქვს და ასევე, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ტყეს?

 

როგორ?

სახალისო გაკვეთილის ხანგრძლივობაა 30 წუთი და ნარჩენი დრო არის კითხვა პასუხისთვის და სხვადასხვა მოსაზრებების გაზიარებისთვის. გაკვეთილის დასრულების შემდეგ რუსთავისა და თბილისის სკოლებს ლაფანის ხის თესლები ვაჩუქეთ, იმ პირობით რომ ბავშვებმა თესლები გაახარონ და ხეებად აქციონ. რომელი სკოლაც მეტ ლაფანის ხეს გაახარებს, 50 ძირი ლაფანის ხე გადაცემა საჩუქრად.

გაკეთილების მიზანია ენდემური სახეობების პოპილარიზაცია.

რა გვჭირდება

ჩვენი ორგანიზაცია თანმიმდევრულად ვითარედება. ორგანიზაციის დაარსებიდან 10 თვის თავზე, ჩვენ შევძლით ათეულობით ორგანიზაციისა და კერძო პირის დაინტერესება. საკუთარი სახსრებით გავაკეთეთ საიტი და სოციალური გვერდი, ვიდეო და აუდიო რგოლიები. დამატებითი სახსრების უქონლობის გამო დღემდე ვერ ვახერვებთ, ჩვენს პროექტზე მორგებული აპლიკაციის შექმნას, რომელიც გაამრტივებს და უფრო საინტერესოსა და სახალისოს გახდის ჩვენს წამოწყებას. აპლიკაცია მომხმარებელს მისცემს საშუალებას განახორციელოს:

1) ხის დარგვა (როგორც კონკრეტულ პროექტში, ისე ხის სახეობების მიხედვით)

2) ხის დარგვის შესაბამისი სერტიფიკატის დაგენერირება;

3) დარგული ხის ლოკაციის ნახვა ჩაშენებული საძიებო სისტემის დახმარებით;

3) აპლიკანტის მიერ დარგული ხეების შესაბამისად, CO2-ის დაბალანსების მონაცემების ნახვა;

4) განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების ნახვა (ლოკაციით და ინფორმაციით)

 

აღნიშნული საქმიანობა უფრო მობილური გახდება აპლიკაციის მეშვეობით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სიახლეებისა თუ კლიენტზე მორგებული პროგრამების მარტივად განხორციელება.

დატოვე კომენტარი

სიახლეები

სიახლე ჯერ არ დამატებულა

მხარდამჭერები

31 მხარდამჭერი გვყავს
a
შორენა ჯანხოთელი May 28, 2022
300.0 ლარი
s
ანონიმური May 28, 2022
150.0 ლარი
a
ბექა ონიანი May 27, 2022
200.0 ლარი
a
ნაირა ხაბულიანი May 27, 2022
250.0 ლარი
a
რამაზ მარღიშვილი May 27, 2022
250.0 ლარი
a
გიორგი მუკბანიანი May 27, 2022
200.0 ლარი
s
ანონიმური May 27, 2022
100.0 ლარი
a
grigol jankhoteli May 27, 2022
100.0 ლარი
a
გიორგი შერვაშიძე May 27, 2022
200.0 ლარი
a
დავით გელაშვილი May 27, 2022
200.0 ლარი
a
Aleksandre Ujmajuridze May 27, 2022
150.0 ლარი
a
გოგა კაკულია May 27, 2022
130.0 ლარი
a
ნინო ლიპარტელიანი May 27, 2022
250.0 ლარი
a
შირენა გაბიანი May 27, 2022
250.0 ლარი
a
Aleksandre Lomadze-Gabiani May 27, 2022
250.0 ლარი
a
თინათინ ჩიქვანაია May 17, 2022
200.0 ლარი
a
აკაკი მაღულარია May 17, 2022
100.0 ლარი
a
დავით ჯამბურია May 17, 2022
200.0 ლარი
a
Soso Natsvlishvili May 17, 2022
100.0 ლარი
a
თათია ვარდოსანიძე May 17, 2022
100.0 ლარი
a
ირაკლი კობალაძე May 17, 2022
300.0 ლარი
a
გიორგი მერკვილაძე May 13, 2022
50.0 ლარი
s
ანონიმური May 12, 2022
5.0 ლარი
s
ანონიმური May 12, 2022
5.0 ლარი
a
შორენა გაბიანი May 11, 2022
50.0 ლარი
a
ბაჩო ბარნაბიშვილი May 11, 2022
65.0 ლარი
a
ნანა ჩარხოშვილი May 07, 2022
5.0 ლარი
a
ანა თოთლაძე May 02, 2022
5.0 ლარი
a
Levan Jishkariani May 02, 2022
100.0 ლარი
a
ეკატერინე ქარდავა May 02, 2022
25.0 ლარი
a
ლედი ბოჟაძე April 29, 2022
10.0 ლარი

მდებარეობა