ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად.

    სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება.

    ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ.

    სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ?

    თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ!

    „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ!

    წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი :

    • – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს;
    • – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის!
    • – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით;
    • – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც;
    • – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!

     

    ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და

    ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა.

    რას ეხება შენი იდეა?

     

    იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს.

    იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ.

    კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გამჭვირვალობა

მოაწყვე ციფრული ოთახი წალკელი ბავშვებისთვის

Matchfunded by USAID 3,500 $

1/1

კამპანიის შინაარსი

ჩვენ ვართ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში არსებულ წალკის #2 საჯაროს სკოლასთან შემოერთებულ სკოლის მასწავლებლები: სოფო თავართქილაძე, თუნთულა ანთაძე და ნაზი ჯიმშერაძე, ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს ამავე სკოლაში მოვაწყოთ ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთახი, რათა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცეთ საშუალება სასწავლო პროცესი იყოს უფრო მეტად მოქნილი და სახალისო. აღნიშნული სკოლა მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში, სადაც მოსწავლეებს სწავლა მხოლოდ მე-6  კლასამდე შეუძლიათ (სულ 32 მოსწავლე). მე-6 კლასის დამთავრების შემდეგ ისინი რაიონის სხვადასხვა სკოლებში მიდიან. ხშირია მოსწავლეთა სკოლიდან გადასვლის შემთხვევები, მიზეზებს შორის ერთერთი არის სკოლაში არსებული რესურსების ნაკლებობა, კონკრეტულად კი ტექნოლოგიური რესურსები.  მაშინ, როდესაც 21-ე  საუკუნეში თითოეულ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს  ციფრული განათლების უპირობო საშუალება, სამწუხაროდ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ეს საშუალებაც შეზღუდულად აქვთ. ვიცით, რომ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერ  სასკოლო საგანში. მოსწავლეებმა ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლებაც უნდა მიიღონ ციფრული ტექნოლოგიების ხელშეწყობით, თუმცა ბიუჯეტის სიმცირე, საშუალებას არ გვაძლევს მოცემული პრობლემა აღმოფხვრათ ჩვენს სკოლაში. თითქმის ყოველდღე გვესმის მოსწავლეთა და მასწავლებელთა წუხილი, რომ სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება შეუძლებელია ან, უკეთეს შემთხვევაში, რთულია ტექნიკის არარსებობის გამო, არადა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა აბსოლუტურად მორგებულია ტექნოლოგიებს და მისი მეშვეობით განსახორციელებელ აქტივობებს. სამწუხაროდ, კომპლექსური დავალებების ან სხვა დავალებების შემთხვევაში, მოსწავლეებს არ აქვთ საშუალება ამობეჭდონ რესურსი, რადგანაც სკოლში არ არის პრინტერი და მასწავლებლებს რაიონის სკოლაში უწევთ წასვლა მასალების ამოსაბეჭდად. ჩვენი სკოლის მრავალფეროვნებიდან და თვითონ წალკის მულტიკულტურულობიდან გამომდინარე, ხშირად გვქონია არაფორმალური ღონისძიებებიც, საუბრები ეთნიკურობაზე, განსხავებულობასა და სხვადასხვა საჭირო საკითხებზე, მაგრამ არ გქვონია  მონიტორი ან პროექტორი, რომ მოსწავლეებს არა მოსმენით, არამედ ნანახით შეესწავლათ ესა თუ ის საკითხი. სხვადასხვა ღონისძიებაზე კი ფიზიკურად ვერ ხდება მოსწავლეთა ეფექტიანად ჩართვა, რადგან სკოლის სივრცეში არ არის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ოთახი საჭირო ინვენტარით. ტექნოლოგია  თითქოს ყველგან უნდა იყოს  და იგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთანაც უნდა იყოს გადაჯაჭვული, თუმცა არის ბევრი თუმცა... განსაკუთრებით კი სოფლის სკოლებში. მაშინ, როცა საკლასო ოთახში ტექნოლოგიების მიზანმიმართულად გამოყენება სწავლებისთვის მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს და საგანმანათლებლო პროცესს უფრო ხელმისაწვდომსა და მოქნილს ხდის, ტბეთის მოსწავლეებს ეს ფუფუნება ნაკლებად კი არა, ვგონებ, საერთოდ არ აქვთ. ჩვენ გვსურს, ჩვენი მოსწავლეების  ისეთი მრავალფეროვანი სივრცე, სადაც სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის იქნება არა მხოლოდ საინტერესო. ჩვენ თქვენი დახმარებით შეგვიძლია ჩვენი მოსწავლეების ოცნებას ფრთები შევასხათ,ტექნოლოგიების სამყაროში თითოეული ის ნივთი რასაც შევიძენთ მათი წარმატების საწინდარია. გვჯერა თქვენს თითოეულ ლარს  ჯადოსნური ძალა აქვს.    

37 მხარდამჭერი

კახა დეკანაძე

150.0 
June 08, 2023

კახა დეკანაძე

600.0 
June 08, 2023

რაული კახაძე

75.0 
June 08, 2023

რაული კახაძე

400.0 
June 08, 2023

რაული კახაძე

150.0 
June 08, 2023

რაული კახაძე

500.0 
June 08, 2023

გიორგი თავართქილაძე

250.0 
June 08, 2023

გიორგი თავართქილაძე

50.0 
June 08, 2023

ავთანდილ ზოიძე

200.0 
June 08, 2023

თამარ ზაქარიაძე

200.0 
June 07, 2023

თამარ მეკეიძე

50.0 
June 07, 2023

როლი ქედელიძე

50.0 
June 07, 2023

ინდიდა ართმელაძე

50.0 
June 07, 2023

ნათია პაიჭაძე

50.0 
June 07, 2023

შერმადინ ბერიძე

50.0 
June 07, 2023

ნატა გერლიანი

50.0 
June 07, 2023

თაკო ხოზრევანიძე

50.0 
June 07, 2023

მანანა შავაძე

50.0 
June 07, 2023

ნინო მეკეიძე

50.0 
June 07, 2023

ანზორ ბოლქვაძე

100.0 
June 05, 2023

რამაზ შავაძე

50.0 
June 05, 2023

ირა ძირკვაძე

50.0 
June 04, 2023

ბელა სოფრომაძე

5.0 
June 02, 2023

ირინე დავითაძე

100.0 
June 02, 2023

თურმან აბულაძე

100.0 
May 31, 2023

მანუჩარ ცეცხლაძე

200.0 
May 31, 2023

ამილონა დეკანაძე

25.0 
May 25, 2023

. .

30.0 
May 24, 2023

ანა წურწუმია

10.0 
May 03, 2023

კახაბერ ლომაძე

15.0 
May 01, 2023

თამარა ჩაკვეტაძე

30.0 
April 28, 2023

დავითი დგებუაძე

30.0 
April 23, 2023

მაია გელაძე

5.0 
April 16, 2023

ნინო გამისონია

20.0 
April 14, 2023

ინგა პაიჭაძე

10.0 
April 13, 2023

სოფიო კუპატაძე

10.0 
April 11, 2023

თამარა ჩაკვეტაძე

10.0 
April 11, 2023

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით