ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა

შევქმნათ ცოდნის კუთხე ფლაველი ბავშვებისთვის

1/3

კამპანიის შინაარსი

   მე ვარ თეა ხუროშვილი, მასწავლებელი, რომელიც ვასწავლი საზღვრისპირა სოფლის სკოლაში. სოფლის სკოლაში, რომლის ფანჯრებიდანაც ჩანს ახლად აღმართული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, მავთულხლართები ....  სოფელში, რომელშიც ხშირად ისმის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ადამიანების შესახებ ისტორიები.   სკოლაში, რომლის მოსწავლეების თვალებში, სოციალურ პრობლემებთან ერთად,  ხვალინდელი დღის შიში და დაძაბულობა გამოსჭვივის.  სანამ ადგილზე არ მოხვდები, ძნელია გააცნობიერო როგორია ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან, რას ნიშნავს, ცხოვრობდე კონფლიქტის ზონაში.   ყოველივე ამის გათვალისწინებით, მასწავლებლებს დიდი მისია გვაკისრია, რათა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და  ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების, სწავლა-განვითარებას ასეთ გარემოში. გარემოში, რომლის მწირი მატერიალურ ტექნიკური ბაზა,   წარმოადგენს სირთულეს ყველა მოსწავლის სრულყოფილად სასწავლო და კლასგარეშე აქტივობებში ჩასართავად. აქედან გამომდინარე, მიზნად დავისახე  სკოლაში არსებული აუთვისებელი მყუდრო სივრცის ,,ცოდნის კუთხის“ მოწყობა/აღჭურვა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისთვის.   ,, ცოდნის კუთხე“ ნამდვილად გახდება ჩვენი მოსწავლეებისთვის მიმზიდველი, მათივე პროდუქტიულობისა და პოტენციალის რეალიზებისათვის საუკეთესო ადგილი. რომელიც მორგებული იქნება მათ სურვილებსა და საჭიროებებს. შეძლებენ განახორციელონ ისეთი აქტივობები, როგორებიცაა: ტრენინგები არაფორმალური განათლების მეთოდებით, სამაგიდო თამაშები, უცხო ენის სასაუბრო კლუბი, კინო კლუბი და სხვა... მოიწვიონ და უმასპინძლონ სხვადასხვა დარგის სტუმრებს, მოისმინონ და განიხილონ მათთვის საინტერესო თემები.   გასათვალისწინებელია ისიც რომ სოფელი რეგიონალურ ცენტრს თითქმის 28 კილომეტრითაა დაშორებული, სკოლა კი არის სოფლის ერთადერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი, მოზარდების შეკრების და სოციალიზაციის ადგილს. ,,ორბელიანი მეტმა“ უკვე შეასხა ფრთები ჩვენს იდეას, ახლა ჯერი შენზეა! შევუქმნათ ფლაველ  ბავშვებს ,,ცოდნის კუთხე“, რადგან ცოდნაა თავისუფლება !!!

43 მხარდამჭერი

ელგა გიუნაშვილი

20.0 
November 25, 2023

ქეთი ეცადაშვილი

10.0 
November 24, 2023

ანონიმური

20.0 
November 22, 2023

ანონიმური

1.0 
November 22, 2023

ნინო ჩოქური

10.0 
November 18, 2023

lela kakhniashvili

30.0 
November 14, 2023

მაკა ბაზოშვილი

20.0 
November 10, 2023

ნანა რაზმაძე

30.0 
November 09, 2023

მაია თვალიაშვილი

30.0 
November 09, 2023

მაია კვირიკაშვილი

30.0 
November 09, 2023

თორნიკე ცაციაშვილი

5.0 
November 07, 2023

ბექა ცაციაშვილი

50.0 
November 07, 2023

თინათინი აზალაძწ

15.0 
November 07, 2023

ნინო უტიაშვილი

20.0 
November 07, 2023

ანონიმური

100.0 
November 07, 2023

მთვარისა თუშიშვილი

20.0 
November 07, 2023

ქეთევან ღოლიჯაშვილი

10.0 
November 07, 2023

თინა ფინდიშვილი

10.0 
November 07, 2023

ნათია გიუნაშვილი

10.0 
November 07, 2023

ლელა მეტრეველი

10.0 
November 07, 2023

ნინო თანდიაშვილი

20.0 
November 07, 2023

S A

1.0 
November 06, 2023

ანონიმური

20.0 
November 06, 2023

ფატიმა ფარნიაშვილი

20.0 
November 05, 2023

ანონიმური

20.0 
November 04, 2023

ანონიმური

10.0 
November 04, 2023

ანონიმური

10.0 
November 04, 2023

ლევან ვარამაშვილი

100.0 
November 04, 2023

ხათუნა კერესელიძე

50.0 
November 04, 2023

ლეილა თუშმალიშვილი

5.0 
November 04, 2023

ნათია გიორგაძე

5.0 
November 04, 2023

ანონიმური

30.0 
November 04, 2023

გიგა ბუგიანიშვილი

10.0 
November 04, 2023

ანონიმური

10.0 
November 04, 2023

თამარ დემურიშვილი

30.0 
November 04, 2023

ანონიმური

3.0 
November 03, 2023

ანონიმური

2.0 
November 03, 2023

ნუნუ ეცადაშვილი

30.0 
November 03, 2023

მთვარისა თუშიშვილი

20.0 
November 03, 2023

ნანა ტერმაკოზაშვილი

10.0 
November 03, 2023

ნინო ეცადაშვილი

30.0 
November 03, 2023

ნინო ჭიჭინაძე

10.0 
November 02, 2023

თეა ხუროშვილი

50.0 
November 01, 2023

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია