ფრენბურთის მოედანი ლაგოდეხს

0.0 ლარი

0% მიღებული 15,000.0 ლარი მიზანი

0 მხარდამჭერები

0 დარჩენილი დღეები
Share:
This campaign has been invalid or not started yet.

კამპანიის შინაარსი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფრენბურთს 1000-მდე ახალგაზრდა აქტიურად თამაშობს. ეს კი იმ ფონზე როდესაც მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ფრენბურთის სათამაშოდ საჭირო მინიმალური პირობები. ფრენბურთი ფაქტობრივად სპორტის ერთაფერთი სახეობაა რომელშიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გოგონებიც აქტიურად არიან ჩართული. პანდემიის პერიოდში ლაგოდეხში ფრენბურთის თამაში შეწყდა, რადგან დაწესებულმა რეგულაციებმა იმ ერთადერთი დარბაზის დახურვა გამოიწვია, რომელიც სპორტის რამდენიმე სახეობის საზიარო სივრცედ ითვლება.

ფრენბურთს აქტიურად თამაშობენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ოსები და აზერბაიჯანელები. სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთი ძალიან ეფექტური საშუალებაა ჩვენს ოს და აზერბიაჯანელ თანატოლებთან კომუნიკაციის დამყარების და მულტიკულტურული დიალოგისთვის.

ჩვენთვის, ლაგოდეხელი ახალგაზრდებისთვის ფრენბურთი ცხოვრების ნაწილია, გარკვეული აზრით კი ცხოვრების მინი მოდელიც, რომელიც გვიყალიბებს კონცენტრაციას, გვასწავლის ინდივიდუალურ და გუნდურ მოქმედებებს, გვაქცევს ზომიერად აზარტულ და მიზანდასახულ ადამიანებად.

ჩვენი იდეის მხარდაჭერით მოეწყოს ღია, ფრენბურთის მოედანი, ხელს შეუწყობთ  მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ასობით ახალგაზრდას დაკავდნენ ფრენბურთით, გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა,ხელი შეუწყონ სპორტის ამსახეობის კიდევ უფრო განვითარებას.

თქვენი მხარდაჭერით, დაეხმარებით ლაგოდეხს იქცეს ეს მუნიციპალიტეტი ქართველ და უცხოეულ ფრენბურთელთა შეკრებების თუ ტურნირების ჩატარების  ადგილად.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფრენბურთით ბევრი ადამიანია დაინტერესებული, თუმცა თუ არ ჩავთვლით დარბაზს, რომელსაც სპორტული და ცეკვის წრეები იყენებენ, ფრენბურთის სათამაშოდ ნორმალური სივრცე არ არსებობს.

ღია სივრცეში ფრენბურთის მოედნის მოწყობა ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას

ლაგოდეხს შეკრებებზე ხშირად სტუმრობენ ქალთა და ვაჟთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრებების წარმომადგენლები ვისთვისაც სავარჯიშოდ ერთადერთ სივრცეს დარბაზი წარმოადგენს – ღია მოედნის მოწყობა ხელს შეუწყობს ლაგოდეხის პოპულარიზაციას როგორც საფრენბურთო მუნციპალიტეტის.

ფრენბურთით დაინტერესებულ ახალგაზრედბს საშუალება გვექნება სპორტის ამ სახეობით დავკავდეთ ღია სივრცეში, სუთა ჰაერზე, რისი საშუალებაც დარბაზში არ გვეძლევა, მითუფრო ზაფხულის ცხელ დღეებში როდესაც დარბაზში ნიავიც კი არ იძვრის.

 

ინიციატივა რომ ლაგოდეხში მოეწყოს ფრენბურთის მოედანი გვეკუთვნის ლაგოდეხის ფრენბურთის კლუბის წარმომადგენელ 20-მდე ახალგაზრდას (გოგონებს და ბიჭებს).  ჩვენი მიზანია  ხელი შევუწყოთ სპორტის პოპულარული სხეობის განვითარებას, ასვე მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. იდეის გარშემო გაერთიანებული ვართ სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, თუმცა ამ ინიციატივას ღიად უჭერს მხარს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ასობით მოქალაქე.

 

და ბოლოს, თუ თქვენი დახმარებით შევძლებთ ფრთები შევასხათ ჩვენს ოცნებას, მოვაწყოთ ღია, ქვიშის მოედანი ლაგოდეხის ნაკრძალთან, ტყისა და მთების სიახლოვეს, ამით მოგვცემთ მოტივაციას ვირწმუნოთ საკუთარი ძალების და სამომავლოდაც შევუწყოთ ხელი ჯანსაღ, პოზიტიურ ცვლილებებს.

 

დატოვე კომენტარი

ხშირად დასმული შეკითხვები

სიახლეები

სიახლე ჯერ არ დამატებულა

მხარდამჭერები

0 მხარდამჭერი გვყავს

მდებარეობა