ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა

ტექნო-ოთახი წითელხევის საჯარო სკოლაში

1/1

კამპანიის შინაარსი

სკოლა, რომელზედაც მინდა გესაუბროთ დიდი ისტორიის მატარებელია, ის დაარსებულია დიდი ქართველი კომპოზიტორის კოტე ფოცხვერაშვილის საკარმიდამო მამულში. მან სოფელს აჩუქა ცოდნის კერა და იმ დღიდან მოყოლებული აქ ისმის ბავშვების ჟრიამული. სკოლა მცირე კონტიგენტიანია 52 მოსწავლით. მცირეა შესაძლებლობები, ფინანსური რესურსი. არ არის გამართული მოწესრიგებული საკლასო ოთახები თუ ლაბორატორიები, რის გამოც ვერ ხერხდება ტექნოლოგიურ ეპოქაში ფეხი ავუწყოთ სიახლეებს. სოფელიც ნელ-ნელა იცლება ახალგაზრდებისგან, რაც კიდევ უფრო გვაფიქრებს მომავალზე. მოსწავლეებს სურთ შეცვალონ სასწავლო გარემო, მათაც ჰქონდეთ თავიანთი თანატოლების მსგავსად სოფლად სრულყოფილ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. სკოლა სრულიად იზიარებს მათ მოთხოვნასა და  შესრულების აუცილებლობას.  ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია  გაიმართოს ტექნო-ოთახი სკოლის ბაზაზე, სადაც მოსწავლეებს ექნებათ ხელმისაწვდომობა სხვადასხვა რესურსების და პროგრამების, რაც გაზრდის მათ დაინტერესებას ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლებიან თანამედროვე პროფესიებს, რაც ესოდენ მოთხოვნადია ბაზარზე. ტექნოლოგიურად გამართული საგაკვეთილო პროცესი გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას არამარტო ტექნოლოგიური უნარების განვითარების კუთხით, არამედ ხელს შეუწყობს სხვადასხვა საგნების უკეთ გაგება-გააზრებას. გაკვეთილები იქნება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი. იმედს ვიტოვებთ ჩვენი სკოლის საკითხით დაინტერესდებიან ადამიანები და ის კომპანიები, რომელთაც გააზრებიული აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა. რომ ყველაფრის შეცვლა, თუ ეს შეგვიძლია, უნდა დავიწყოთ  ახლავე და იქ სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.    

42 მხარდამჭერი

ვარდო გვენეტაძე

50.0 
November 28, 2023

თამარი გრძელიძე

20.0 
November 28, 2023

ნინო ბაღდავაძე

20.0 
November 28, 2023

მარინა ჭელიძე

10.0 
November 28, 2023

ნანა გელაᲨვილი

20.0 
November 27, 2023

ლიანა ჩიტაძე

50.0 
November 27, 2023

რიტა გაბისონია

20.0 
November 27, 2023

ნინო ნატრიაშვილი

30.0 
November 27, 2023

ინეზა ჭელიძე

20.0 
November 27, 2023

ნინა მელქონიანი

20.0 
November 27, 2023

ბარბარე ნიჟარაძე

10.0 
November 27, 2023

მანანა კაპეტივაძე

50.0 
November 25, 2023

ტრისტანი ნიჟარაძე

10.0 
November 25, 2023

თამარ ნიჟარაძე

10.0 
November 24, 2023

ბესიკ წიქორიძე

50.0 
November 23, 2023

ირაკლი მინაძე

50.0 
November 22, 2023

თინა აბულაძე

10.0 
November 22, 2023

ირაკლი გორგოძე

20.0 
November 22, 2023

ილია ლომინაძე

50.0 
November 22, 2023

ნათია ლილუაშვილი

10.0 
November 21, 2023

ცისანა სირვილაძე

10.0 
November 21, 2023

ანონიმური

10.0 
November 21, 2023

მარიამ სადუნიშვილი

10.0 
November 21, 2023

Giorgi Nijaraze

10.0 
November 20, 2023

ირმა ჭაფოძე

50.0 
November 19, 2023

მანანა თევზაძე

50.0 
November 18, 2023

ბელა ლილუაშვილი

140.0 
November 12, 2023

მინდია თავხელიძე

20.0 
November 11, 2023

დათო პოროხოვი

30.0 
November 11, 2023

ელზა ლილუაშვილი

50.0 
November 10, 2023

მარინა ტუღუში

20.0 
November 10, 2023

Teona Menapire

20.0 
November 09, 2023

ეთერი წიქორიძე

10.0 
November 07, 2023

ჯონი ფაიქიძე

5.0 
November 07, 2023

თეონა მენაფირე

10.0 
November 03, 2023

მირანდა გაბისონია

10.0 
November 02, 2023

იერემია გრძელიძე

50.0 
November 02, 2023

ანონიმური

100.0 
November 02, 2023

ანონიმური

50.0 
October 31, 2023

50.0 
October 31, 2023

ელისო ჯიბლაძე

50.0 
October 31, 2023

გიორგი წაქაძე

100.0 
October 30, 2023

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით