სივრცე ქალთა გაძლიერებისთვის
4,301.0 ლარი
Matchfunded by USAID 10,000 GEL
მიზანი 4,286.0 ლარი, მიღებული - 100%
37 მხარდამჭერები
0 დარჩენილი დღეებიკამპანიის შინაარსი
საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა. თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობებით უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალების სოციალური განვითარებისთვის.
სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ ჩაერთო უმნიშვნელოვანეს ინიციატივაში, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონორის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, კერძო სექტორისა და ეპარქიის რესურსებით ქ. გორში იძულებით გადაადგილებული, ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ახალგაზრდა-მარტოხელა დედებისთვის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100 კვმ. შენობას, სადაც განთავსდა სასწავლო ცენტრი, სამკერვალო და მცირე მაღაზია სამომავლო ეკონომიკური საქმიანობისთვის. თემში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, აგრეთვე აშენდა ახალგაზრდა დედათა და ბავშვთა 2 სახლი, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ ინიციატივას.
ჩვენი იდეა, რომელიც საჭიროებს თქვენს მხარდაჭერას, ითვალისწინებს სწორედ აღნიშნული ტრენინგ ცენტრის, პატარა მაღაზიისა და სამკერვალოს კეთილმოწყობასა და ტექნიკურ აღჭურვას. თქვენი თანადგომითა და დონორის მხარდაჭერით შეგროვებული სახსრებით შევიძენთ ავეჯს, პროფესიული სამკერვალოსათვის საჭირო ტექნიკურ საშუალებებს (საკერავი და ოვერლოკის მანქანა, უთო) და სხვა პროფესიულ აღჭურვილობას.
აღნიშნული სივრცე იძულებით გადაადგილებულ ქალებს, ძალადობის მსხვერპლი ქალებსა და ახალგაზრდა-მარტოხელა დედებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას ერთი მხრივ, შეიძინონ პროფესია და მიიღონ გამოცდილება და მეორე მხრივ, საკუთარი ნაკეთობების გაყიდვით მიიღონ ფინანსური სარგებელი, გრძელვადიან პერსპექტივაში კი შეძლონ ეკონომიკური დამოუკიდებლობა.
ჩვენ გვჯერა რომ ამ მნიშვნელოვან ინიციატივას ერთად და ერთობით განვახორციელებთ! შენმოქმედის სულისკვეთებაც ხომ სწორედ „ერთად და ერთობითაა!“
თითოეული თქვენგანის თანადგომა, ინტერესი და ჩართულობა გადამწყვეტია!
დაუჭირე მხარი ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას!
სიახლეები
მხარდამჭერები





































დატოვე კომენტარი