ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად.

    სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება.

    ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ.

    სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ?

    თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ!

    „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ!

    წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი :

    • – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს;
    • – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის!
    • – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით;
    • – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც;
    • – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!

     

    ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და

    ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა.

    რას ეხება შენი იდეა?

     

    იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს.

    იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ.

    კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გამჭვირვალობა

სამეცნიერო-ტექნოლოგიური კლუბი ტყიბულში

Matchfunded by USAID 3,500 $

1/1

კამპანიის შინაარსი

ტყიბულში უკვე მე-3 წელია, რაც “STEM კლუბი” სრულიად მოხალისეობრივად ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა კურსებზე ახალგაზრდებმა რობოტიკის, ელ. ინჟინერიისა და პროგრამირების საფუძვლები შეისწავლეს. Მათი ნაწილი კლუბის საქმიანობაშიც ჩაერთო უნიკალური ხედვითა და უნარებით. Მათი დამსახურებით, კურსები კიდევ უფრო მრავალფეროვანი, სახალისო და შემეცნებითი ხდება.  STEM კლუბის ჩამოყალიბების პერიოდში მსგავს შედეგს ნამდვილად არ ველოდით. Პროექტის პროფილი და სპეციფიკა მიმზიდველია და ხალხის ინტერესი დასაწყისშივე ძლიერი იყო, თუმცა ეს არ აღმოჩნდა დროებითი და ბოლო თვეების განმავლობაში ადამიანები სხვადასხვა გზით ერთვებოდნენ კლუბის საქმიანობაში. დღემდე აქტივობებში 50-მდე ახალგაზრდა ჩაერთო. მათი ნაწილი ორგანიზაციულ საკითხებშიც მონაწილეობს და დამოუკიდებლად, ჩვენი მენტორობით, განაგრძობს პროგრამირებაში ცოდნის გაღრმავებას. “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის” დახმარებით გვაქვს შესაბამისი სივრცე, სხვადასხვა საჭირო მასალა და მხარდაჭერა თემთან კომუნიკაციისთვის სოციალური ქსელებისა და სხვა საშუალებებით. Მზარდი ინტერესისა და დაგროვილი რესურსიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, კლუბი მზადაა ახალი ეტაპისთვის - გააფართოვოს კურსების შინაარსი და გაზარდოს მასშტაბი.  ეს კონკრეტული ნაბიჯი გააორმაგებს მოსწავლეთა რაოდენობას და მოხერხდება ახალ ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაობა - თუკი აქამდე მხოლოდ 12-16 წლის ახალგაზრდებთან ვმუშაობდით, ახლა შესაძლებელი იქნება ყველა სასკოლო საფეხური მოვიცვათ. Მოსწავლეები ადრეული ასაკიდან დაიწყებენ საბაზისო ცოდნის მიღებას და შეეძლებათ, ეტაპობრივი განვითარებით პროფესიული ცოდნის შეძენამდე მივიდნენ. Ასევე, სასწავლო მასალები უფრო მრავალფეროვანი გახდება და Რაც მთავარია, პროექტი უფრო მდგრადი და სისტემური ხასიათის იქნება. Მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ჰაკათონებსა და ოლიმპიადებში. Მასშტაბის გაზრდა დაგვეხმარება ინტელექტუალური რესურსის დაგროვებაში, რაც გადამწყვეტი იქნება კლუბის სამომავლო გეგმებისათვის.  Სამეცნიერო და ტექნოლოგიური თემების პოპულარიზაცია, მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესება განსაკუთრებით საჭიროა რაიონებში, სადაც მიუხედავად ინფორმაციის სიჭარბისა, ნაკლებადაა პოპულარული ეს მიმართულებები. გვჯერა, რომ თქვენთან ერთად შევძლებთ ეს უნიკალური შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანთან, უფრო ხარისხიანად და საინტერესოდ მივიტანოთ. Შევუქმნათ ახალგაზრდებს სივრცე, სადაც მათ უფრო ახლოს, ჯანსაღი ფორმით ექნებათ შეხება ტექნოლოგიებთან, დაინტერესდებიან მეცნიერებით და შეძლებენ საკუთარი უნარების გამოვლენას.  

41 მხარდამჭერი

ana akhvlediani

120.0 
June 09, 2023

მირანდა ბოჭორიშვილი

50.0 
June 09, 2023

Manoni Chapidze

255.0 
June 09, 2023

Pavle Tsutskiridze

325.0 
June 09, 2023

Nino Tedoradze

100.0 
June 09, 2023

Mariam Terterashvili

460.0 
June 09, 2023

მარიამ გვენეტაძე

70.0 
June 09, 2023

soso chkhortolia

330.0 
June 09, 2023

გიორგი ყვავაძე

30.0 
June 09, 2023

ირაკლი რიჟამაძე

850.0 
June 09, 2023

ირაკლი მერკვილაძე

50.0 
June 08, 2023

ანი კახიძე

50.0 
June 02, 2023

ნანა დიხამინჯია

200.0 
May 25, 2023

Ketevan Tataradze

5.0 
May 03, 2023

კახაბერ ლომაძე

20.0 
May 01, 2023

Beka Ashotia

50.0 
April 28, 2023

თამარა ჩაკვეტაძე

20.0 
April 28, 2023

ანა ძიძიგური

2.0 
April 27, 2023

მანუჩარი ჯანჯღავა

50.0 
April 26, 2023

ზაზა გოჩელაშვილი

100.0 
April 26, 2023

ელისაბედ ბურძენიძე

10.0 
April 26, 2023

რიტა შუბითიძე

5.0 
April 26, 2023

ნინო ხვადაგიანი

5.0 
April 25, 2023

ნინო ჯანაშია

100.0 
April 25, 2023

ლუკა ცერცვაძე

10.0 
April 25, 2023

ირაკლი ყურუა

15.0 
April 25, 2023

ანა აბრამიძე

10.0 
April 25, 2023

თინათინ რევიშვილი

100.0 
April 25, 2023

ნანა კალანხარიშვილი

50.0 
April 25, 2023

ხატია თორდუა

50.0 
April 25, 2023

Sopo Shankulashvili

20.0 
April 25, 2023

Მაია Ურუშაძე

20.0 
April 25, 2023

გიორგი გოგუაძე

100.0 
April 25, 2023

ნინო ჯანაშია

50.0 
April 25, 2023

ლედი ბოჟაძე

20.0 
April 24, 2023

ლევანი აშოთია

50.0 
April 24, 2023

ზაზა ზანქაიძე

3.0 
April 24, 2023

ალექსანდრე შადური

30.0 
April 24, 2023

luka nachkebia

1.0 
April 24, 2023

თემურ არუსტაშვილი

20.0 
April 24, 2023

ანა ტრაპაიძე

20.0 
April 17, 2023

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით