საბავშვო ზონა სკვერში

საბავშვო ზონა სკვერში

500.0 ლარი

მიზანი 500.0 ლარი, აქედან შეგროვებულია - 100.00%

1 მხარდამჭერები

0 დარჩენილი დღეები
გაზიარება:
კამპანია დასრულდა წარმატებით.

კამპანიის შინაარსი

მოგახსენებთ, რომ  მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელი მარადისი მაღალმთიანი  აჭარიდან  ჩამოსახლებული ემიგრანტებით  სულ რაღაც  ოცი წელია  შეიქმნა. მარადისში სულ ორმოცდაათამდე  ოჯახი ცხოვრობს.  მოსახლეობამ  შეძლო უამრავი სოციალური  პრობლემის დაძლევა  და შეიძლება  ითქვას, რომ  აქაურებმა თავიანთი შრომით ააშენეს  ძლიერი სოფელი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოფლისათვის, სადაც არ არის საბავშვო ბაღი, აუცილებელია ისეთი სივრცის არსებობა, სადაც მშობლებს შეეძლებათ ბავშვებს შეუქმნან გარემო, რომელიც დღის გარკვეულ მონაკვეთში მაინვ მისცემს პატარებს გართობისა და დასვენების საშუალებას, ხოლო მშობლებს შეეძლებათ , რომ თავიანთი შვილები კარჩაკეტოლობისგან იხსნან და არაფორმალურ გარემოში მისცენ განვითარების საშუალება.

სოფელში არის სკვერი, რომელიც სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით გამწვანდა, დაირგო 400-მდე მცენარე, რომელსაც იმავე სოფლის ეკოკლუბი და მოსახლეობა უვლის. ჩემი იდეის მიზანია სკვერში გამოიყოს საბავშვო სივრცე, სივრცეში განთავსდეს უსაფრთხო ასაკის შესაბამისი ატრაქციონები (იყიდება მზა ატრაქციონები, რომელსაც მხოლოდ დამონტაჟება ესაჭიროება), დაიყაროს სპეციალური ქვიშა , რათა ბავსვებმა სეძლონ გართობა და მშობლებმაც მშვიდად დასვენება

გოჩა პაქსაძე

იდეის ავტორი

დატოვე კომენტარი

სიახლეები

სიახლე ჯერ არ დამატებულა

მხარდამჭერები

1 მხარდამჭერი გვყავს
a
გოჩა პაქსაძე July 17, 2021
500.0 ლარი

მდებარეობა

გოჩა პაქსაძე

იდეის ავტორი