პლანშეტები კოვიდპაციენტებს!
2,355.0 ლარი
მიზანი 10,000.0 ლარი, აქედან შეგროვებულია - 23.55%
58 მხარდამჭერები
0 დარჩენილი დღეებიკამპანიის შინაარსი
საავადმყოფოში გადაყვანილ ყველა პაცენტს თან არ აქვს მობილური ტელეფონი ან გაჯეტი იმისთვის, რომ ვიდეო ზარით დაინახონ თავიანთი საყვარელი ოჯახის წევრები და მათგან მხარდაჭერა მიიღონ, ოჯახის წევრებთან კავშირის არ ქონა მათთვის დამატებით სტრესია, კოვიდ-19-ს კი „განწყობის“ დაავადებას ეძახიან.
გვსურს საავადმყოფოში მყოფ კოვიდ პაციენტებს მიეცეთ საშუალება იქ ყოფნის განმავლობაში შეძლონ განტვირთვა: დარეკონ საყვარელ ადამიანებთან ვიდეო ზარის საშუალებით, მოუსმინონ მუსიკას, უყურონ ფილმებს, გაეცნონ ახალ ამბებს და იქ ყოფნის პერიოდი შეუმსუბუქდეთ.
ჩვენ გვჯერა რომ ეს ბევრ ადამიანს გაუადვილებს ბრძოლას დაავადებასთან და მათ საბოლოო გამარჯვებაში დაეხმარებათ!
გვინდა პირველ ეტაპზე შევაგროვოთ 10,000 ლარი. შევიძინოთ 20 პლანშეტი, პლანშეტის სამაგრი, დამაგრძელებელი და სიმ ბარათები ჩვენი პარტნიორი 4 კოვიდ კლინიკისთვის თბილისსა და კახეთში.
მოგიწოდებთ მოქალაქეებს, დავორგანიზდეთ და თავადვე შევქმნათ ღირსეული პირობები საავადმყოფოში. ყველას უნდა შეეძლოს საყვარელ ადამიანებთან საუბარი ამ გადამწყვეტ დროს!
სიახლეები
მხარდამჭერები


























































დატოვე კომენტარი