ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად.

    სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება.

    ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ.

    სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ?

    თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ!

    „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ!

    წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი :

    • – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს;
    • – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის!
    • – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით;
    • – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც;
    • – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!

     

    ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და

    ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა.

    რას ეხება შენი იდეა?

     

    იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს.

    იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ.

    კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გამჭვირვალობა

ლაგოდეხის მეტეოსადგურის ახალი სიცოცხლე

Matchfunded by USAID 7,000 GEL

კამპანიის შინაარსი

იდეა რომელის მხარდაჭერისკენაც მოგიწოდებთ არაერთ სფეროს და საჭიროებას მოიცავს. ეხება ტურიზმს, აგრო სფეროს, ბიოლოგიას, ეკოლოგიას და ცალკე გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასაც კი. წელს ლაგოდეხის ნაკრძალი 110 წლის გახდა და საიუბილეო თარიღზე ვაპირებთ ჩვენს დიდებულ და უძველეს ეროვნულ პარკს, ახალი მეტეოსადგურების სახით კარგი საჩუქარი გავუკეთოთ.

გახსოვთ ალბათ, ამავე პლატფორმაზე (ორბელიანი მეტი) ცოტა ხნის წინ აფენის ღია კინოთეატრის ასაშენებლად შევაგროვეთ თანხა და ავაშენეთ კიდეც, დღეს მეტეოსადგურის მოწყობას ვგეგმავთ და თქვენი დახმარებით ამ საქმესაც მივიყვანთ ბოლომდე! წინა პროექტის არ იყოს, აქაც, თუნდაც ერთი ლარით შეგიძლიათ დააფინანსოთ  იდეა რომელის განხორციელება ხელს შეუწყობს:

  • კლიმატის ცვლილების შედეგების მონიტორინგს ;
  • სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ხალხის ინფორმირებას ამინდის პროგნოზის შესახებ;
  • ახალგაზრდების ეკოგანათლებას (ახალგაზრდები დამოუკიდებლად შეძლებენ მეტეო მონაცემების ანალიზს)
  • ტურისტული ნაკადების ეფექტიან მართვას ( ვიზიტორებს ეცოდინებათ როგორი ამინდია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და შესაბამისად დაგეგმავენ ტურებს).
  ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებს მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვებას დიდი ისტორია აქვს, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და უწყვეტად მიმდინარეობადა გასული საუკუნის 90-იან წლებამდე. 90-იანი წლების  კრიზისი დაცულ ტერიტორიებსაც შეეხო და იმ დროისათვის მეტეომონაცემების შეგროვება შეწყდა.   პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების 2 ლოკაციაზე, ყოფილ მეტეოსადგურთან (ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე) და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სიახლოვეს, ლაგოდეხის ხევთან, დამონტაჟდება  მეტეოსადგურები, რომლებიც მნიშვნელოვან ინორმაციას შეაგროვებენ: დღე ღამური ტემპერატურის, ტენიანობის, ნალექის, ქარის სიჩქარის, ღრუბლიანობის შესახებ. მონაცემები ავტომატურად შეინახება სპეციალურ სერვერზე და ონლაინ პორტალის საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის,  რაც როგორც სამეცნიერო ჯგუფებს, ისე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას და მოქალაქეებს საშუალებას მისცემს დააკვირდნენ და გაანალიზონ განახლებული მეტეო - მონაცემები; გამოიყენონ კვლევების, ვიზიტორთა მართვის, ეკოგანათლების, სოფლის მეურნეობაში დაგეგმილი აქტივობებისთვის. მეტეოსადგურების დაცულ ტერიტორიენზე განთავსება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის უწყეტ რეჟიმში შეგროვება პირდაპირ უკავშირდება გაეროს მდგრადი განვითარების 13-ე (კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები) და 15-ე (დედამიწის ეკოსისტემბი) მიზნებს. გარდა ამისა, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართელოს აქვს ვალდებულება მონიტორინგი გაუწიოს კლიმატის ცვლილების პროცესს და იზრუნოს მის შერბილებაზე. პროექტის ფარგლებში მოხდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობის - ,,ახალგაზრდა რეინჯერი“ ილუტსრირებული მოდულის შექმნა, რომლის ერთი-ერთი მთავარი ამოცანა კლიმატის ცვლილების შერბილების შესახებ ბავშვებისა და მოზარდების ინფორმირება და მეტეოსადგურების მართვაში (ინფორმაციის შეგროვება,ანალიზი, გავრცელება) მათი აქტიური მონაწილეობა იქნება. პროექტის ფარგლებში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჩატარდება კლიმატის ცვლილების კვირეული, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის (სხვადსხვა სოციალური ჯგუფის) ცნობიერების ამაღლებას კლიმატური ცვლილებების და დაცული ტერიტორიების, როგორც  კლიმატის ცვლილების  შემარბილებელი მექანიზმის შესახებ.        

32 მხარდამჭერი

აფენის 1 საჯარო სკოლა მეტაფი

865.0 
June 02, 2022

ჭიაურის სკოლა

170.0 
May 31, 2022

ლამეტეო მესამე სკოლა

1,184.0 
May 31, 2022

ლამეტეო მესამე სკოლა

1,000.0 
May 31, 2022

ქეთევან ტალახაძე

700.0 
May 31, 2022

გვიმრიანის სკოლა

130.0 
May 25, 2022

ჭიაურის სკოლა

320.0 
May 23, 2022

Orbeliani Meti

800.0 
May 13, 2022

ანონიმური

100.0 
May 11, 2022

Marine Ivanishvili

20.0 
May 09, 2022

Giorgi Edisherashvili

5.0 
May 09, 2022

ნიკა ოდოშაშვილი

50.0 
May 09, 2022

ანა ტიზლიარიშვილი

30.0 
May 09, 2022

ბექა ხარებავა

5.0 
May 08, 2022

ევა ლომთაძე

5.0 
May 07, 2022

თამარი გოგოლაძე

5.0 
May 07, 2022

გიორგი ედიშერაშვილი

5.0 
May 07, 2022

მადონა კაპანაძე

5.0 
May 06, 2022

ია პოპიაშვილი

10.0 
May 05, 2022

მზია ჯავშანაშვილი

10.0 
May 04, 2022

გიორგი ლობჟანიძე

30.0 
May 04, 2022

Orbeliani Meti

1,000.0 
May 04, 2022

ანონიმური

10.0 
May 04, 2022

ვახტანგი სარალიძე

20.0 
May 02, 2022

ტასო მოდებაძე

30.0 
May 02, 2022

თამარი მუმლაძე

50.0 
May 01, 2022

ივანე ყაველაშვილი

30.0 
May 01, 2022

ინგა ბაღაშვილი

5.0 
April 28, 2022

Giorgi Lobjanidze

50.0 
April 24, 2022

შორენა ხაჩიაშვილი

10.0 
April 24, 2022

natalia kobadze

10.0 
April 24, 2022

გიორგი ედიშერაშვილი

20.0 
April 23, 2022

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

3000

გაცემული კონტრიბუცია