კიურის ლაბორატორია
კამპანიის შინაარსი
ყოველთვის გინდოდა საოცარი ექსპერიმენტებების ჩატარება გაურკვეველი ფორმულების დაზეპირების ნაცვლად? მაშინ კიურის ლაბორატორიის სამეცნიერო ყუთები შენთვისაა.
კიურის ლაბორატორიის სამეცნიერო ყუთებში იხილავთ სამ მარტივ, სახალისო, საინტერესო და შემეცნებით ექსპერიმენტს, ქიმიიდან, ფიზიკიდან და ბიოლოგიიდან. ჩვენი მიზანია ბავშვები დაინტერსედნენ STEM საგნებით, ამისთვის კი მთავარია იგემონ ექსპერიმენტების ხიბლი.
ჩვენ ვართ ორი დამწყები მეცნიერი მარიკა და ნინო, რომლებსაც გვსურს ბავშვებს ისევე შეუყვარდეთ მეცნიერება როგორც ჩვენ. მთელი ბავშვობა ვოცნებობდით მოგვესხა თეთრი ხალთები, ხელთამანებში თითები შეგვეცურებინა და მეცნიერების ჯადოსნური სამყაროში შეგვებიჯებინა, საოცარი, გამაოგნებელი და თვალწარმტაცი ექსპერიმენტები ჩაგვეტარებინა, რომლებსაც ინტერნეტის საშუალებით კომპიუტერის ეკრანზე ვუცქერდით, მაგრამ ეს ოცნება ვერ აგვიხდა, რადგან ჩვენს სკოლებს ამის რესურსები არ ჰქონდა. დღემდე ბევრი ბავშვის თვალებში არ ანთებულა ის სიხარულის ნაპერწკალი, რომლსაც პაწაწო ექსპერიმენტის ჩატარება იწვევს, ამიტომაც გადვწყვიტეთ შეგვექმნა სამეცნიერო ყუთები, რომლებიც ბავშვებს სახლშივე შეუქმნის ლაბორატორიას.
თუ თქვენც ძალიან გინდათ, რომ უამრავი ბავშვი მოჯადოვდეს მეცნიერების სიმშვენიერით და სახლში მოიწყონ პაწაწინა ლაბორატორიები, მაშინ დგვიჭირეთ მხარი ამ იდეის განხორციელებაში.
სიახლეები
მხარდამჭერები




















დატოვე კომენტარი