იმისთვის, რომ უკეთ თქვა და გამოხატო

875.0 ლარი
მიზანი 864.0 ლარი, აქედან შეგროვებულია - 100%
22 მხარდამჭერები
0 დარჩენილი დღეებიკამპანიის შინაარსი
თქვენც ქაღალდის ნაწარმის ფანატიკოსთა რიცხვს მიეკუთვნებით? მაშინ სწორ ადგილას, უფრო სწორად კი, ინტერნეტის სწორ ფანჯარაში აღმოჩნდით. ორი წუთი დაგვითმეთ და გაეცანით იმ ჯადოსნურ პროდუქტებს, რომლებიც თქვენს გულს აუცილებლად მოიგებენ.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც საათობით ათვალიერებენ საკანცელარიო ნივთებით სავსე თაროებს და უარს ვერ ამბობენ ახალი მეგობრის სახლში წაყვანაზე (spoiler alert: მეც ესეთი ადამიანი ვარ). გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ამ ადამიანებისთვის შეიქმნას სრულიად ორიგინალური დიზაინისა და დანიშნულების ნივთები.
საწყის ეტაპზე დამზადდება ავთენტური დიზაინის სტიკერები, მისალოცი ბარათები და დღიურები, რომლებიც მორგებული იქნება მომხმარებელთა ფართო წრის გემოვნებასა და სურვილებზე. სტანდარტულ დღიურებთან ერთად, შემოგთავაზებთ ე.წ. „დღიურს თვითგამორკვევისათვის“, რათა გადაიჭრას საყოველთაო პრობლემა, „რა დავწერო დღიურში?!“. თუ თქვენც გაქვთ ნახევრად შევსებული დღიურების დასტა და უარს მაინც ვერ ამბობთ ახალ თანამგზავრებზე, მაშინ ეს პროდუქტი ნამდვილად დაგაინტერესებთ. ჩვენს „საფიქრალას“ თან მოჰყვება რამდენიმე ათეული შეკითხვა და სასაუბრო თემა, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ თქვენი ფიქრების, მოგონებებისა და განცდების სახალისო გზით ფურცელზე გადატანასა და სამუდამოდ შენახვას. ეს დღიური დაგაფიქრებთ იმაზე, თუ რას გააკეთებდით უსაზღვრო შესაძლებლობები რომ გქონდეთ, რომელ სიტყვას დაამატებდით ქართულ ენას, რომელ მომენტს გაიმეორებდით თქვენი ცხოვრებიდან ან როგორია თქვენი ოცნების სახლი?
თუ ამ დღიურის ყიდვის შემდგომ კიდევ მოგინდებათ ახალი დღიურების შეძენა და ნახევრად გავსება, არავინ დაგძრახავთ, ესეც გავითვალისწინეთ და სტანდარტულ, თუმცა განსხვავებული დიზაინის დღიურებსაც შემოგთავაზებთ.
ალბათ, თქვენც გჭირდებათ მოტივაცია საყვარელი საქმის დასაწყებად ან უბრალოდ გსურთ სხვებისგანაც გაიგოთ, რომ ხანდახან ფილმების ყურება და საყვარელი ტკბილეულის მირთმევა, სრულიად ნორმალურია, მაშინ თქვენ ძალიან მოგეწონებათ ჩვენი სტიკერები და მისალოცი ბარათები. თქვენი საყვარელი ფილმებისა და სერიალების გამოსახულებებით შეძლებთ დღიურებისა თუ ლეპტოპების გაფორმებას. ხოლო, ქართულ და ინგლისურ ენაზე შექმნილი მისალოცი ბარათები კი დაგეხმარებათ თქვენი საყვარელი ადამიანების გახარებაში.
ამ პროდუქციას, მე, სალომე ოკრიბელაშვილი ვქმნი, ჩემი ოჯახის წევრების დახმარებით. გადავწყვიტე, რომ პროფესიულ კარიერასთან ერთად, უარი არ ვთქვა ჩემს ჰობზე. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ხატვა და გემოვნებიანი ნივთების შექმნა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ინტერესები გავაერთიანო და მომხმარებლის ამპლუაში დაგროვებული ცოდნა და შეხედულებები გამოვიყენო ქაღალდის ნაწარმის მოყვარულებისათვის საინტერესო და ინოვაციური კუთხის შესაქმნელად.
თქვენი მხარდაჭერით დამეხმარებით ოცნების რეალობად ქცევასა და იდეის წარმატებით განხორციელებაში. თქვენს დღიურების დასტას კი, ჩვენი სახელით ბოდიში მოუხადეთ და ჩაანაცვლეთ ისეთი კოლეგით, რომელიც ფიქრში დაგეხმარებათ და მოგონებებს შეგინახავთ.
სიახლეები
მხარდამჭერები






















დატოვე კომენტარი