თბილი ზამთარი ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს!
კამპანიის შინაარსი
თქვენი დახმარებით, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, თბილ ზამთარს ვაჩუქებთ!
სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრები არ არსებობს ან არასაკმარისი რაოდენობითაა წარმოდგენილი, რის გამოც ჩვენი ოთხფეხა მეგობრები უმეტეს შემთხვევაში “მაწანწალა”-ს სტატუსით ღია ცის ქვეშ რჩებიან . განსაკუთრებით მათ ზამთრის პერიოდის გატარება უჭირთ, როცა გარეთ ცივა.
ზუგდიდის ქუჩებშიც ბევრ მშიერ და სიცივისგან გაყინულ ძაღლს შეხვდებით. თანაც მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა დღითიდღე მატულობს.
მიუხადავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოგვარდეს, როდესაც სახელმწიფოში კომპლექსური მიდგომა გაჩნდება ცხოველთა თავშესაფრების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც შეგვიძლია საკუთარი ძალებით აღიშნული პრობლემის მცირედით მოგვარება მაინც!
გვჯერა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც საზოგადოების წევრების აქტივობას, კეთილგონოერებასა და სულგრძელობას!
გვსურს, საზოგადოების დახმარებით ზუგდიდში მყოფი მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლების გაკეთება, რომლებიც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს იხსნის ცივი ზამთრისგან!
მათი სიცოცხლე კეთილი ადამიანების ხელშია.
მაშინ, როდესაც მათი უმრავლესობა სიცივით დაუძლურებულები და გაყინულია, ჩვენ შეგვიძლია ყველაზე ერთგული მეგობრების გადარჩენა და დახმარება!
შეგროვებული თანხით ძაღლებისთვის გაკეთდება მინიმუმ 10 სახლი, რომლებიც ზუგდიდში იმ ადგილებში განთავსედება, სადაც ქუჩაში მცხოვრები ძალღების დიდი რაოდენობა იყრის თავს.
წინასწარ მადლობააა ყველა შემომწირველს
სიახლეები
მხარდამჭერები



















დატოვე კომენტარი