ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა

ერთად ვიზრუნოთ მარნეულელი ქალების ჯანმრთელობაზე

1/1

კამპანიის შინაარსი

სოფლად მცხოვრები ქალები, მათი გაწეული შრომიდან და რთული სოციალური გარემოდან გამომდინარე, ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგანან. ადგილობრივ დონეზე მათთვის ექიმი არაა ხელმისაწვდომი, სოფლებში ამბულატორიები გაუქმებელია.     ენობრივი ბარიერი, ტრანსპორტის არ ქონა და მაღალი ფასი მომსახურების სერვისებზე ქალებისთვის ქმნის ახალ ბარიერებს. კლიმატიური ცვლილება და რიგი დავადებები მათ ჯანმრთელობაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება. სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ რომ „ქალები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, არ არიან ჩართულნი დაავადებათა ადრეული გამოვლენის სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში (გარდა C ჰეპატიტის სკრინინგისა). განსაკუთრებით, პრობლემურია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კვლევების მიუწვდომლობა“. არაერთხელ გაიგზავნა მარნეულის მერიაში საიბიუჯეტო ინციატივა ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ, მაგრამ არ გათვალისწინებულა. პანდემიამდე მარნეულის მუნიპალიტეტის რამდენიმე სოფელში ქალებისთვის ჩატარებულია ექოსკოპია, რაც მათთვის დიდი სიკეთე იყო. პროექტის და იდეიის მიზანია დავეხმაროთ ქალებს, მათ მივაწოდოთ ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანრმთელობის შესახებ, ხელმისაწვდომი გავხადოთ სავალდებული ტესტის ჩაბარებას და ცნობირება ავამაღლოთ ქალებისთვის არსებული რესურსების შესახებ. ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამაში ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა გავხადოთ პრიორიტეტული პროგრამაში ჩართული ქალების მეშვეობით. ეს პროგრამა განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში. ამ პროგრამის ფარგლებში სოფლად მცხოვრები ქალებისთვის პაპ ტესტის ჩაბარება და გინეკოლოგური კონსულტაცია იქნება უზრუნველყოფილი. შესაბამის მომსახურებას ისინი მიიღებენ თბილისში სახელმწიფო სკრინინგ ცენტრში და ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათი ტრანსპორტირების ორგანიზებას. მარნეულში სოფლად მცხოვრები ქალების 90% პაპ ტესტსა და სკრინინგ ცენტრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. პაპ ტესტი მარტივი და ეფექტური ტესტია, რომელიც გამოავლენს კიბოსწინა სტადიაზე არსებულ ცვლილებებს. მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევის შედეგად ეს გადახრები შეიძლება მთლიანად აღმოიფხვრას. პაპ ტესტის შემდეგ ისინი გაიგებენ მათი ორგანიზმში რა ხდება და რთული და საშუალო მდგომრეობის შემთხვევაში მათ შეუძლიათ დაიწყონ დაუყობლივ მკურნალობას ან გათვალისწინონ ექიმის რჩევებს. ეს რეგიონში ქალების ჯანმრთელობაზე ზრუნვის ცნობირების ამაღლებაში და სხვა ქალებსაც ინფორმაციის მიწოდება დაეხმარება.პროგრამას ეყოლება 1000-ზე მეტი ბენეფიციარი და განხორციელდება 6 თვის განმავლობაში.

9 მხარდამჭერი

ანონიმური

100.0 
November 25, 2023

ნანა ბაგალიშვილი

30.0 
November 19, 2023

მაია მოსიაშვილი

10.0 
November 16, 2023

Რუსლან Ომაროვი

20.0 
November 12, 2023

ქამრან აფანდიევი

20.0 
November 12, 2023

ანონიმური

1.0 
November 03, 2023

Tamar Nadibaidze

20.0 
November 02, 2023

ანონიმური

5.0 
October 31, 2023

ანონიმური

1.0 
October 30, 2023

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია

მარნეული, საქართველო