დაბადებიდან ქ ა რ თ უ ლ ი
კამპანიის შინაარსი
ბავშვობაში სათამაშოებს ტანსაცმელს ხომ თითქმის ყველა გოგო ვუკერავდით? კი, სწორედ ამ დროიდან დაიწყო ჩემი ოცნებაც – შემექმნა საბავშვო ტანსაცმელი. ასაკის მატებასთან ერთად, კერვის ხელოვნებას ყოველდღიურად ვეუფლებოდი. თითოეული დეტალის და ვიზუალის ჯერ მოფიქრება ხოლო შემდეგ შექმნა ჩემი ჰობი გახდა. დროთა განმავლობაში კი მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმეა და მიზნად დავისახე ეს სასიამოვნო პროცესი გამეხადა მეორე პროფესიად და მომხმარებელისთვის შემეთავაზებინა მრავალფეროვანი და განსხვავებული საბავშვო ტანსაცმელი. ახლა კი, ისე ახლოს ვარ ამ იდეის განხორციელებასთან, როგორც არასდროს. სულ მცირედი თქვენი დახმარებაც და სამკერავლო ,,ნიფოში’’ პატარებისთვის მზრუნველობითა და დიდი სიყვარულით შეიქმნება ულამაზესი, ნაქარგი დეტალებით გაფორმებული ბოდეები, ორეულები და რომპერები – რაც მთავარია ნატურალური შემადგენლობის, რადგან მათი მგრძნობიარე კანი საუკეთესოს იმსახურებს.
ჩვენ ორი, საერთო ინტერესის მქონე ახალგაზრდა ვართ და გვსურს პატარებისა და მათი მშობლებისთვის ისეთივე სასურველი გავხადოთ ქართული პროდუქტი, როგორც დამკვიდრებული ბრენდებია და შევქმნათ გამორჩეული, უნიკალური დიზაინის ტანსაცმელი ჩვილებისა და მოზარდებისთვის. ჩვენთან შეხვდებით გოგონასა და ბიჭის ბოდეებს, სადღესასწაულო ტანსაცმელს, სხვადასხვა გმირების ფორმებს, რაც თითქოს უკვე არსებობს, მაგრამ თითოეული მათგანი უნიკალური და ინდივიდუალურია, გამოხატავს ჩანაფიქრს და იდეას, იქმნება და მუშავდება ნაწილობრივ ხელით, ნაწილობრივ დანადგარების გამოყენებით და მიდის მომხმარებელთან პირდაპირ სახლში.
იდეის განხორციელება კიდევ უფრო რეალური გახდა ,,ორბელიანი მეტის’’ პროექტის დახმარებით, სრულყოფისთვის კი თქვენი მცირედი დახმარება გვჭირდება, რის შემდეგაც ორბელიანი მეტის ფონდიდან მივიღებთ დაფინანსებას საქარგავი დანადგარისა და აუცილებელი რესურსებისთვის. იმედი გვაქვს, დაგვეხმარებით, გავხადოთ ქართული წარმოება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილი.
ჩვენი უამრავი ესკიზი გაცოცხლებას ელოდება, რისთვისაც თქვენი დახმარება გვჭირდება!
p.s . გვსურდა მცირედით მადლიერება გამოგვეხატა მხარდაჭერისთვის და ამიტომ, ყველა, ვინც ამ პლატფორმის დახმარებით ჩარიცხავს თანხას, მიიღებს პატარა საჩუქარს ,,ნიფოსგან:’’
ხშირად დასმული შეკითხვები
სიახლეები
მხარდამჭერები




























დატოვე კომენტარი