განათლების ბაღი (Edu Garden) – ახალი სივრცე სკოლაში

745.0 ლარი
მიზანი 450.0 ლარი, აქედან შეგროვებულია - 100%
28 მხარდამჭერები
0 დარჩენილი დღეებიკამპანიის შინაარსი
ერთ-ერთი საკლასო ოთახის ფანჯარა სკოლის უკან არსებულ მყუდრო სივრცეს გადაჰყურებს. ეს ადგილი ბუნებრივად იზოლირებულია. ერთი მხრიდან მოსახლის მიერ აშენებული კედელია, მეორე მხარეს სკოლის საწყობი და სკოლის შენობა. როცა ამ კლასში ვატარებდი გაკვეთილს და ვიხედებოდი უკანა ეზოში, ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ეს ადგილი ქცეულიყო მოსწავლეებისთვის მიმზიდველ გარემოდ, მათივე პროდუქტიულობის გასაზრდელად …
როგორც კი დათბა და შესაძლებელი გახდა გაკვეთილების გარეთ ჩატარება, მაშინვე გავედით გარეთ. მოსწავლეებს ვუთხარი: ჩვენ გვაქვს აუთვისებელი ფართი, სადაც შეგვიძლია მოვაწყოთ მყუდრო ადგილი. მათ მაშინვე გამოთქვეს სურვილი, რომ მოგვეტანა კუნძები, დაგვერგო ყვავილები და ა.შ. ნელ-ნელა ახალი იდეები გაჩნდა.
ინტერნეტში წავაწყდით ფოტოს, სადაც პალეტებისგან (პადონები) ლამაზი მაგიდები და სკამები იყო აწყობილი. დავიწყეთ პალეტების მოძიება. ამ პროცესში მთელი სკოლა ჩაერთო. ერთ-ერთი მასწავლებლის ძალისხმევით თემში არსებულმა საწარმომ 16 ერთეული პალეტი გვაჩუქა. ეს იყო ჩვენი პირველი მიღწევა, რამაც შეგვმატა მოტივაცია. დავიწყეთ მაგიდებისა და სკამების დამზადება.
ჩვენი სივრცის მოწყობაში მთელი სკოლა ჩაერთო. განსაკუთრებული როლი კი მოსწავლეებმა შეასრულეს. საბოლოო ჯამში ერთობლივი ძალისხმევით, საჯარო სკოლაში, შევქმენით სივრცე, რომელსაც „განათლების ბაღი“ დავარქვით.
იმისთვის, რომ ჩვენ ბაღს მიეცეს საბოლოო სახე გვესაჭიროება თქვენი თანადგომა. პროექტის წარმატების შემთხვევაში მარნეულის N2 საჯარო სკოლაში გაჩნდება დახვეწილი ალტერნატიული სივრცე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეძლებს უმასპინძლოს სტუმრებს, მასწავლებლებს ექნებათ საშუალება ჩაატარონ თემატური გაკვეთილები, ხოლო მოსწავლეებს იმუშაონ სხვადასხვა პროექტზე.
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი დახმარებით შევძლებთ შევიძინოთ ფანჩატურები, ხელოვნური ბალახის საფარი, დეკორაციები და ქოთნები ყვავილებისთვის და სხვა საჭირო ნივთები ჩვენი ბაღისთვის!
სიახლეები
მხარდამჭერები




























დატოვე კომენტარი