გამოეცი წიგნი, მოახდინე პარადიგმული რევოლუცია

5,315.0 ლარი
77.82% მიღებული 6,830.0 ლარი მიზანი
118 მხარდამჭერები
0 დარჩენილი დღეებიკამპანიის შინაარსი
საქართველოში იშვიათია სამეცნიერო-პოპულარული ენით შექმნილი წიგნები, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს ქართულ ენაზე წაიკითხონ და გაიგონ ახალი მეცნიერული აღმოჩენები და მათი რელევანტურობა და გამოყენებითობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
“სელფ-რეგი” არის წიგნი, რომელიც 2016 წელს მსოფლიოში აღიარებულმა თვითრეგულაციის ექსპერტმა, დოქტორ სტუარტ შენკერმა დაწერა მშობლებისთვის. წიგნი ეფუძნება გასაოცარ აღმოჩენებს ნეირომეცნიერებასა და ფიზიოლოგიაში, რომელიც ცვლის ჩვენს გაგებას რა ხდება ტვინში, როდესაც ბავშვი და თინეიჯერი ჭარბი სტრესის ქვეშ არიან.
დოქტორ სტუარტ შენკერს სჯერა, რომ არ არსებობს ცუდი ბავშვი. ყველაზე გამაღიზიანებელი, რთული ბავშვის ქცევასაც კი აქვს ახსნა. და როგორც წესი, ხშირად ეს სტრესია. ეს წიგნი მშობლებს სთავაზობს “სელფ-რეგს” – რევოლუციურ მეთოდს, რომელიც ბავშვებისა და მშობლების ყველაზე რთული, შემაშფოთებელი ქცევების გააზრებასა და გაგებაში ეხმარება.
სელფ-რეგი ასევე არაჩვეულებრივი რესურსია მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სურთ უფრო მეტი გაიგონ თვითრეგულაციაზე.
“კაიკონა” აცნობიერებს მსოფლიოში ჭარბი სტრესის არსებობას ხუთ სფეროში: ბიოლოგიური, ემოციის, კოგნიტური, სოციალური და პროსოციალური. საქართველოში სიტუაციას უფრო ამწვავებს წარსული და ამჟამინდელი კულტურული, ისტორიული, გეოგრაფიული და გარემო ფაქტორების ერთობლიობა.
მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად ნორმალურად ვფუნქციონირებთ: დავდივართ სკოლაში, ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვერთობით, ახალ ნივთებს ვიძენთ და თითქოს, ყველა დაკისრებულ “მოვალეობას” ვასრულებთ, რეალურად, ადამიანების უმეტესობა გადარჩენის რეჟიმში ვართ. ჩვენი ორგანიზმი ჩვენგან დამოუკიდებლად, ნეიროფიზიოლოგიურ დონეზე, იბრძვის რომ სასიცოცხლო ენერგია გამოიმუშაოს ყოველდღიურად. ეს კი უარყოფითად აისახება ადამიანებისა და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე.
კაიკონას ხედვით, ადამიანებს ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად უსაფრთხოების განცდის შეგრძნება სჭირდებათ; უსაფრთხოების განცდისთვის კი აუცილებელია თანაგრძნობა – თანაგრძნობა საკუთარი თავის და სხვების მიმართ.
ჩვენი მიზანია, ადამიანებს დავეხმაროთ ბალანსის აღდგენაში. ბალანსის აღდგენა კი მხოლოდ და მხოლოდ იდეის, სიტუაციის თუ მდგომარეობის გაგებით არის შესაძლებელი. ეს კი თავისთავად განათლების ფუნქციაა. წიგნი იქნება არაჩვეულებრივი საყრდენი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ახლის სწავლა, ზრდა და განვითარება სურს.
პროექტის დასრულებისთანავე და სამიზნე თანხის შეგროვებისთანავე წიგნის ბეჭდვა დაიწყება თურქეთის საგამომცემლო კომპანიაში. დეკემბრის ბოლოს ყველა ადამიანს, რომელმაც წინასწარ შეიძინა წიგნი, პირადად გადაეცემა წიგნი საახალწლო საჩუქართან ერთად.
ასევე, თუ არ მოხდა სამიზნე თანხის სრულად შეგროვება, არსებული თანხით წიგნები დაიბეჭდება ქართულ სტამბაში და რა თქმა უნდა, ყველა მხარდამჭერს, ვინც წინასწარ შეიძინა წიგნი, პირადად გადაეცემა წიგნი საახალწლო საჩუქართან ერთად.
ხშირად დასმული შეკითხვები
სიახლეები
მხარდამჭერები






















































































































დატოვე კომენტარი