ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა

გავატკბილოთ სწავლის ძირი

Matchfunded by USAID 3,500 GEL

1/3

კამპანიის შინაარსი

მე მასწავლებელი ვარ რომელსაც წიგნი და დაფა არ მაძლევს ,,ფრთების გაშლის" საშუალებას, თქვენი თანადგომით მეტს შევძლებ!
  სივრცე კლასში, სადაც თაროებში ლამაზ–ლამაზი წიგნები მწყობრად იქნებოდა ჩალაგებული, ისე რომ მე მათ ჩამოღებას შევძლებდი, იმიტომ არა რომ შინ წამეღო და წამეკითხა, არა! ამეღო მასწავლებელთან და მეგობრებთან ერთად, იქვე მყუდროდ დავმჯდარიყავი და წამეკითხა, შემდეგ პერსონაჟებზე მათ ჯადოსნურ თავგადასავლებზე გვესაუბრა, გვეცინა გვეკამათა დედასთან ამაყი მივსულიყავი დღეს საინტერესო წიგნს გავეცანიმეთქი....ასე ხომ სწავლის ძირიც ტკბილი იქნებოდა; მოსწავლეობისას ჩემთვის ზემოთ აღწერილი გარემო და სიტუაცია, ირეალური სამყარო იყო.   21–ე საუკუნეში მაშინ, როცა კოსმოსიც კი ასე ნაცნობი ხდება ადამიანებისთვის, მსურს ჩემი მოსწავლეებისთვის ოცნება არ იყოს წიგნის კითხვისთვის მყუდრო, თბილი და რესურსებით მომარაგებული გარემო. ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ღარში პატარა სკოლაში ვასწავლი ქართულს, აქ დაწყებით კლასში 20–მდე მოსწავლეა, მათთან ვახორციელებთ კლასგარეშე საინტერესო სახალისო აქტივობებს, თუმცა გარემო არ გვაქვს სათანადო, რესურსები  კი მწირი. არაფორმალური სწავლება კი საჭირო რესურსის გარეშე რთულია და ნაკლებეფექტური. საკლასო ოთახში სივრცის მოწყობა, აღჭურვა ჩემთვის და ჩემი  მოსწავლეებისთვის ძალიან სასიხარულო იქნება. მცირედი სიახლეც კი ძალიან გვახარებს და მოტივაციაზე დადებითად აისახება. კონფორტული გარემოს შექმნის შემდეგ შევქმნი წიგნის კლუბს, რომლის ფარგლებში დავაორგანიზებ აქტივობებს და ღონისძიებებს. დროდადრო კლუბში მოვიწვევ როგორც მწერლებს, ასევე ცნობილ პედაგოგებს სადაც ვუმასპინძლებთ არა მხოლოდ ჩვენი სკოლის ბავშვები არამედ სხვა სოფლის ბავშვებსაც ჩავრთავთ. სკოლაში ახალი სივრცის და წიგნის კლუბისთვის რესურსების ნაწილი გვაქვს, არის მცირე რაოდენობის საბავშვო წიგნები, მაქვს პირადი ბიბლიოთეკა და ლეპტოპი, დინამიკები. სასურველი გარემოს მოსაწყობად გვესაჭიროება: პრინტერი,  პროექტორი, პროექტორის ეკრანი, მაგიდა, პუფები, წიგნის თაროები, ხალიჩები. მჯერა, თქვენი თანადგომით ჩემი მოსწავლეებისთვის შევქმნი გარემოს სადაც მათთვის კონფორტი სილამაზე და სიმშვიდე იქნება, ბავშვები კი ხალისით ჩაერთვებიან ამ გარემოში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში. მათთვის სწავლის ძირი მწარე არ იქნება და კენწეროში სიტკბოს ძიება არ მოუწევთ. ჩემი სკოლის ბავშვებისთვის, მეტი თანადგომით სწავლის ძირიც გატკბილდება. ახალ გარემოში უპირველესი რასაც გავაკეთებ იქნება  წიგნის კლუბი ,,ციცინათელები", რომლსაც დავაარსებ და კლუბის ფარგლებში წიგნის პოპულარიზაციისთვის და წიგნიერების დონის ასამაღებლად არაერთ ღონისძიებას დავგეგმავ. თქვენი თანადგომით მეტს შევძლებ!

40 მხარდამჭერი

shorena dzamukashvili

20.0 
May 11, 2022

ქრისტინე ქურციკიძე

10.0 
May 11, 2022

ვაჟა დათუაშვილი / Vazha Datuashvili

10.0 
May 11, 2022

ხათუნა გოგალაძე

40.0 
May 11, 2022

თეა ხუროშვილი

10.0 
May 11, 2022

მაია ნიკოლიშვილი

10.0 
May 11, 2022

ანონიმური

5.0 
May 11, 2022

გიორგი აგირბაია

20.0 
May 08, 2022

ეკატერინე ციხისელი

10.0 
May 07, 2022

გიორგი მარკოიშვილი

50.0 
April 29, 2022

ბაჩანა მარკოიშვილი

50.0 
April 29, 2022

ალავერდ ხვედელიძე

50.0 
April 29, 2022

ალავერდ ხვედელიძე

200.0 
April 29, 2022

იაგო გოგრიჭიანი

500.0 
April 29, 2022

ნინო მეტრეველი

30.0 
April 27, 2022

თამარი ხომასურიძე

10.0 
April 27, 2022

დალი თურმანიძე

20.0 
April 26, 2022

მაკა ჭიაბერაშვილი

20.0 
April 26, 2022

ლევან შემეშ

150.0 
April 26, 2022

ირინა სილაგაძე

20.0 
April 26, 2022

ამირანი ფერხული

5.0 
April 26, 2022

ხატია მელაშვილი

20.0 
April 25, 2022

დავით არჩვაძე

5.0 
April 25, 2022

Bela Bandzeladze

10.0 
April 25, 2022

თეონა ლომიტაშვილი

30.0 
April 22, 2022

გიორგი ჭაუჭიძე

50.0 
April 21, 2022

თეონა მაცაბერიძე

5.0 
April 21, 2022

ნინო ჭიჭინაძე

20.0 
April 21, 2022

ანონიმური

20.0 
April 20, 2022

ანა ორდინიძე

10.0 
April 20, 2022

ნინო ფიროსმანაშვილი

20.0 
April 20, 2022

მარინე ჯაფარიძე

50.0 
April 20, 2022

ანონიმური

10.0 
April 20, 2022

Eto Arsanidze

10.0 
April 19, 2022

მარიამ ჭიჭინაძე

70.0 
April 19, 2022

ანონიმური

20.0 
April 19, 2022

ნინო ჭიჭინაძე

20.0 
April 19, 2022

თემური სუყაშვილი

10.0 
April 19, 2022

ნათია ქარქაშაძე

10.0 
April 19, 2022

ანა მეტრეველი

10.0 
April 19, 2022

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია