ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა

გააცოცხლე დმანისის ახალგაზრდული სივრცე

1/1

კამპანიის შინაარსი

დმანისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სირცე/მედიათეკა არის ერთადერთი სივრცე ახალგაზრდებისთვის, რომელიც 24 მაისს შეიქმნა დმანისელი ახალგაზრდების მიერ და დმანისის  მერიის მხარდაჭერით, რომლის მიზანია, ახალგაზრდებს არაფორმალურ გარემოში ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის შესაძლებლობების შექმნა და გაუმჯობესება. ეს არის  გარემო, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან, ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობას, მონაწილეობას იღებენ საგანმანათლებლო, გარემოსდაცვით კულტურულ-შემოქმედებით,  სპორტულ, კულტურულ და სხვა  ღონისძიებებში, შესაძლებლობა აქვთ განივითარონ სხვადასხვა  კომპეტენციები, გაცვალონ და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილებები და ცოდნა , ისწავლონ  და განივითარონ ციფრული ტექნოლოგიების სწორი გამოყენება  და ასევე გაიღრმაონ კულტურათაშორისი ჯანსაღი კავშირები .    დმანისში, 2020 წელს ახალგაზრდობის საჭიროებების და შესაძლებლობების კვლევის შედეგად ახალგაზრდობას სურდა დმანისში ყოფილიყო ახალგაზრდული სივრცე, რომელიც იქნებოდა მათთვის თავისუფალი გარემო სადაც შეძლებდნენ შეკრებას, საუბარს და გართობას.    ახალგაზრდული სივრცე, მდებარეობს ქალაქში და არის ახალგაზრდების საყვარელი  და ასევე მნიშნელოვანი ადგილი, ვინაიდან  ამჟამად დმანისში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი არ არის , ახალგაზრდები კი , რომლებიც სოფლებიდან მოდიან ქალაქში მასწავლებლებთან ,რამდენიმე საათი უწევთ ლოდინი და ჩვენი სივრცე არის ადგილი, სადაც მოდიან და გარკვეულ დროს  იყენებენ, წიგნის წასაკითხად ან გასართობად .    ახალგაზრდულ სივრცეში ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის მათთვის საინტერესო ტრენინგი, შეხვედრები, სამაგიდე თამაშები, სპორტული  და შემეცნებითი აქტივობები და ფილმის ჩვენებები. ასევე ეს არის ერთადერთი სივრცე მუნიციპალიტეტში, სადაც დმანისში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები , რომელთაც არ აქვთ საკუთარი სივრცე, ატარებენ შეხვედრებს, ტრენინგებს და სხვადასხვა აქტივობებს.   ახალგაზრდული სივრცე აღჭურვილია , სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გადმოცემული მეორადი  ინვენტარით( მაგიდები, სკამები,კარადები,ეკრანი(ახალი)), რომელიც განახლებული და რესტავრირებულია ახალგაზრდების მიერ.    ახალგაზრდული სივრცე/მედიათეკის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის, საჭიროა, რომ გვქონდეს, ციფრული ტექნოლოგიების განსავითარებლად კომპიუტერები, პროექტორი, სივრცისთვის გახმოვანების აპარატურა(დინამიკი,მიკროფონი) , პუფები და სამაგიდე თამაშები.

46 მხარდამჭერი

ბაჩო ციხელაშვილი

20.0 
November 28, 2023

ანონიმური

5.0 
November 24, 2023

იოანე ტატუაშვილი

50.0 
November 24, 2023

კახა ზურაბიშვილი

50.0 
November 22, 2023

შპს გცო

300.0 
November 22, 2023

ნუცა აფრასიძე

30.0 
November 22, 2023

მათე ასლანიშვილი

50.0 
November 22, 2023

ანონიმური

10.0 
November 22, 2023

ანონიმური

10.0 
November 22, 2023

გიო დაუთაშვილი

10.0 
November 22, 2023

ელენე ადუაშვილი

5.0 
November 22, 2023

მირიანი ადუაშვილი

5.0 
November 22, 2023

ლიკუნა დაუთაშვილი

10.0 
November 22, 2023

სანდრო ბერუაშვილი

50.0 
November 22, 2023

ბესო ოქრიაშვილი

20.0 
November 22, 2023

ანონიმური

10.0 
November 22, 2023

გიორგი გრიგალაშვილი

50.0 
November 22, 2023

ბექა ლაგურაშვილი

100.0 
November 22, 2023

სესილია ომიაძე

10.0 
November 22, 2023

სალომე მანთაშაშვილი

30.0 
November 22, 2023

ნატო ავალიშვილი

20.0 
November 21, 2023

კახა მუჯირიშვილი

30.0 
November 21, 2023

ნონა ხორბალაძე

10.0 
November 21, 2023

მარიამ ციხელაშვილი

5.0 
November 21, 2023

ანი ციხელაშვილი

5.0 
November 21, 2023

ნიკა მუსხელიშვილი

10.0 
November 20, 2023

ანონიმური

20.0 
November 20, 2023

ნუცა კავლელაშვილი

10.0 
November 20, 2023

ანანო კავლელაშვილი

10.0 
November 20, 2023

ქეთა. ქოჩორაძე

10.0 
November 20, 2023

ალექსანდრე კავლელაშვილი

5.0 
November 20, 2023

მარინა კავლელაშვილი

5.0 
November 20, 2023

კახა პეტრიაშვილი

50.0 
November 20, 2023

ნუცა სუბარი

5.0 
November 20, 2023

ირინე სუბარი

10.0 
November 20, 2023

ანა ხორგუანი

5.0 
November 20, 2023

გიორგი ხორგუანი

3.0 
November 15, 2023

მათე ყულიაშვილი

25.0 
November 14, 2023

ანდრია ყულიაშვილი

25.0 
November 14, 2023

ანონიმური

10.0 
November 14, 2023

ქრისტინა ხუციშვილი

5.0 
November 11, 2023

იოანა ქრისტესიაშვილი

10.0 
November 11, 2023

კობა მურადაშვილი

100.0 
November 11, 2023

ანონიმური

1.0 
November 10, 2023

მარიკა ანსიანი

10.0 
November 03, 2023

მარიამ ქოჩორაძე

50.0 
October 31, 2023

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია

დმანისი, საქართველო