ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა

არაჩვეულებრივი გეიმ-კინო

1/1

კამპანიის შინაარსი

გეიმ-კინოს  შექმნის იდეა  განსაკუთრებული საჭიორებების მქონე 20 წლის თოკოს, (თორნიკე იაშვილს)  ეკუთნვის. ჩვენს სივრცეში ფილმ: „ბილი ელიოტის“ ნახვის შედეგ,  თოკომ გაგვიზიარა  სურვილი დაგვეპაჟებინა მისი ახლობლები ჩვენს სივრცეში,  ერთად აგვერჩია ფილმი, გვეთამაშა სამაგიდო და ონლაინ თამაშები. რამდენიმე შეხვედრის მოწყობა შევძელით: დავამზადეთ ბილეთები, ბატი-ბუტი, ლიმონათი, მოვიწვიეთ სტუმრები. თუმცა სისტემატიური ხასიათი ამ კინოჩვენებებს ვერ მივეცით, მატერიალური და ადამიანური რესურსის არ ქონის გამო. თოკოსთვის ისევე, როგორც ბევრი მისი ასაკის  შშმ პირისთვის, ძალიან ძნელია მატერიალური და სოციალური დამოუკიდებლობის მიღწევა.  სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თოკოს იდეა პროექტად გვექცია, რომელიც არამხოლოდ თოკოს, არამედ სხვა შშმ პირებისთვის სოციალიზაციის და ამასთან ერთად დასაქმების საშუალება იქნება. ხოლო ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის, დროის სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაყვანის შესაძლებლობა. გეიმ-კინო სადაც მასპინძლების პოზიციებზე ძირითადად შშმ პირები იქნებიან დასაქმებული: მიმღები, სივრცის მომწყობი, ბატი-ბუტის, ყავის და ლიმონათის გაკეთებაზე პასუხისმგებელი პირები და რა თქმა უნდა ფილმის გამშვები. სახელი გეიმ-კინოც თოკომ მოიფიქრა, რადგან ფიქრობს, რომ სამაგიდო თამაშისას კიდევ უფრო ადვილია ადამიანების გაცნობა და სამომავლოდ დამეგობრება. პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინვენტარის მცირე ნაწილი ჩვენს ორგანიზაციას  უკვე აქვს, ასევე პროფესიონალები, ვინც შშმ პირებს  საქმის სრულყოფილად შესწავლაში დაეხმარება მზად არიან . თუმცა ჩვენი რესურსის გარდა, იდეის ბოლომდე განხორციელებისთვის გვჭირდება ძალიან მარტივად მოსახმარი შემდეგი ინვენტარი: ბატი-ბუტის აპარატი, ხმის გამაძლიერებლები და სპეციალური სკამები. თქვენი მხარდაჭერით შექმნილი გეიმ-კინო იქნება ინკლუზიური სივრცე, სადაც სხვა და სხვა შესაძლებლობების, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის ადამიანები შეძლებენ სასიამოვნოდ გაატარონ დრო, გაიცნონ ახალი ადამიანები, გაუზიარონ ინტერესები, მოიფიქრონ ახალი ღონისძიებები და უბრალოდ გაერთონ/ისიამოვნონ ურთიერთობით. დიდი გვქვს,  რომ დროთა განმავლობაში  თოკოს გეიმ-კინო ბევრისთვის საყვარელი ადგილი გახდება.

23 მხარდამჭერი

Lika Kurtsikidze

20.0 
November 28, 2023

ანონიმური

20.0 
November 24, 2023

ანონიმური

37.0 
November 22, 2023

ანონიმური

85.0 
November 21, 2023

მარიანა მორგოშია

50.0 
November 20, 2023

ნინო რაზმაძე

50.0 
November 20, 2023

გიორგი იაშვილი

100.0 
November 19, 2023

ნინო მონასელიძე

30.0 
November 17, 2023

ელენე ცერცვაძე

20.0 
November 11, 2023

ანონიმური

50.0 
November 10, 2023

ნინო ჩიტაძე

50.0 
November 10, 2023

ანონიმური

1.0 
November 10, 2023

Davit Topchishvili

200.0 
November 10, 2023

ირინა ლორთქიფანიძე

50.0 
November 08, 2023

ნინო ქილარჯიანი

25.0 
November 08, 2023

ლიკა კაპა

50.0 
November 07, 2023

მარიამი გოგიაშვილი

10.0 
November 06, 2023

თამარა ბირჩი

100.0 
November 06, 2023

თეონა Მაჩაიძე

10.0 
November 06, 2023

ანონიმური

100.0 
November 06, 2023

ოლღა ტატიშვილი

20.0 
November 06, 2023

მარიამ კოჭლამაზაშვილი

10.0 
November 06, 2023

ანა კუჭავა

10.0 
November 01, 2023

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია

თბილისი, საქართველო
1

გაცემული კონტრიბუცია

ერთი კინო-ჩვენების ბილეთიდა შემდეგი კურსების ერთჯერადი ვაუჩერი: ინგლისური, კერამიკა, იოგა, ხატვა, ქიმიური ექსპერიმენტები,გერმანული, თოჯინების ვორქშოფი

1 უნიკალური მხარდამჭერი