არავინ დატოვო მიღმა!

2,330.0 ლარი

Matchfunded by USAID 5436 GEL

მიზანი 2,330.0 ლარი, მიღებული - 100.00%

5 მხარდამჭერები

0 დარჩენილი დღეები
გაზიარება:
კამპანია დასრულდა წარმატებით.

კამპანიის შინაარსი

ალბათ ერთხელ მაინც ყველა დავფიქრებულვართ იმაზე,თუ რა არის ცხოვრების მთავარი აზრი?
იქნებ ცხოვრების აზრი ერთმანეთისთვის სიკეთის კეთებაშია?
მიუხედავად იმისა,რომ გულგრილი არასდროს ვყოფილვარ სენსიტიური თემების მიმართ,არის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი,როცა ხვდები,რომ მოქმედების დროა. ალბათ ძალიან ცოტაა დადებითი მხარე ვირუსის, covid 19-ისა, ,თუმცა ფაქტი,რომ ერთმანეთის დასახმარებლად უფრო მეტი ადამიანი გაერთიანდა, მეტიც ამ ერთიანობამ მსოფლიო მოიცვა!
რა თქმა უნდა,თვითმმართველობის და ცენტრალური მთავრობის მოვალეობაა ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა,თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობა თემებში.
ზუსტად ამიტომ, გავწყვიტე 2020 წლის  26 მარტს შემექმნა დახურული ჯგუფი, რომელიც ლაგოდეხის  თემში გაზრდიდა  ერთმანეთზე ზრუნვის, მხარდაჭერის და გვერდში დგომის ფაქტებს.
ეს არის სივრცე, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია  აკეთეს სიკეთე და უანგაროდ გაუზიაროს ნებისმიერი რამ, მატერიალური თუ არა მატერიალური… თავდაპირველად ამ ჯგუფში მხოლოდ მეგობრები გავწევრიანდით.დახმარების მსურველთა რაოდენობა ნელ-ნელა იზრდებოდა და ახლა 1100 ზე მეტი წევრი ყავს ჯგუფს, რომელთაც შეძლეს და 500 ზე მეტ ოჯახს დაეხმარნენ. მინდა ეს ყველაფერი უფრო მასშტაბური გავხადო და სწორედ ამაში შეგიძლიათ თქვენი აგური დადოთ და წვლილი შეიტანოთ.
განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მარტოხელა მოხუცებზე ზრუნვის საჭიროება კოვიდ პანდემიის პერიოდში.შეცვლილმა დღის წესრიგმა და სოციალური ფონის დამძიმებამ მათი ისედაც რთული ყოფა კიდევ უფრო გაართულა.ქ. ლაგოდეხში ფუნქციონირებს უფასო სასადილო, რომელსაც 133 ბენეფიციარი ჰყავს, თუმცა ხშირად მარტოხელა მოხუცები მხოლოდ იმიტომ ამბობენ ცხელ სადილზე უარს, რომ უბრალოდ არავინ ჰყავთ, რომ სახლში მიუტანოთ ცხელი კერძი. უფასო სასადილო შინ მიტანის სერვისს არ ითვალისწინებს.განსაკუთრებით მძიმეა მარტოხელა მოხუცთა ყოფითი პირობები. მათ მოვლა-პატრონობაზე არავინ ზრუნავს.  აღნიშნულ საქველმოქმედო ჯგუფში გაწევრიანებულია ათეულობით  მოხალისე, რომლებიც მზად არიან ხანდაზმულ მოხუცებს აღმოუჩინონ დახმარება, სასადილოდან საკვების მიტანაში დაეხმარონ და ასევე ხელი შეუწყონ ამ პლატფორმაზე არსებული დახმარების გაცემის და მიღების მსურველთა მყისიერ დაკავშირებას.
არავინ დავტოვოთ მიღმა…

სალომე ღონღაძე

იდეის ავტორი

დატოვე კომენტარი

სიახლეები

სიახლე ჯერ არ დამატებულა

მხარდამჭერები

5 მხარდამჭერი გვყავს
s
ანონიმური May 30, 2022
760.0 ლარი
s
ანონიმური May 16, 2022
550.0 ლარი
s
ანონიმური May 16, 2022
1,000.0 ლარი
a
გიორგი ედიშერაშვილი May 04, 2022
10.0 ლარი
a
ლედი ბოჟაძე May 02, 2022
10.0 ლარი

მდებარეობა

სალომე ღონღაძე

იდეის ავტორი