ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა

ამბავი კარგი ფულის შესახებ

Matchfunded by USAID 9,100 GEL

1/2

კამპანიის შინაარსი

1972 წელს ბრაიან კერნიგანი მსოფლიოს ჰუმანური და ტოლერანტული სიტყვებით “Hello World” „გამარჯობა მსოფლიო“ ეხმაურება. ეს არის ყველაზე მარტივი პროგრამული ენის ჩანაწერი, რომელიც მან შემდეგ C პროგრამულ ენაში გამოიყენა. ეს სიტყვები პირველად 50_იანი წლების ამერიკის რადიოს სტუდიიდან გაისმა, რომელიც ალბათ თავის მხრივ გამოხატავდა თანასწორობას მსოფლიო ერების მიმართ და ვფიქრობ, რომ ამ სიგნალმა განვლილ 72 წელში ბევრი რამ შეცვალა. დღეს ეს ფრაზა იცის ყველა დამწყებმა პროგრამისტმა. ეს მარტივი ფრაზა არის კავშირი და შესაძლებლობა, რომ დღეს ჩვენ, ადამიანებს,  შეგვიძლია აღმოსავლეთ სანაპიროდან, დასავლეთ სანაპირომდე მივესალმოთ  და დავამყაროთ კავშირი ნებისმიერ ადამიანთან, განურჩევლად შეხედულებისა თუ წარმომავლობისა. კოდი არჩევანის თავისუფლებაა და ის ყველაზე მეტად გამოხატავს ადამიანის ბუნებას. XIX საუკუნემდე ადამაინები აბრეშუმს ხელით ამუშავებდნენ. 1804 წელს კი ჟაკარდის მანქანამ ეს პროცესი მთლიანად შეცვალა, კოდის მეშვეობით დაზგას ნებისმიერი დავალების შესრულება შეეძლო, შესვენების გარეშე. კოდს შეუძლია წესრიგის დამყარება და მშვიდობის მოტანა საზოგადოებისთვის. საინტერესოა ყველა კოდი, რომელმაც შეცვალა სამყარო: https://slate.com/technology/2019/10/consequential-computer-code-software-history.html და აქედან ერთმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს არის ბითქოინის, კრიპტო ვალუტის კოდი. ეს არის ჯადოსნული ინტერნეტ ფულის კოდი, რომლის შეზღუდვა ან შეჩერება შეუძლებელია. ეს კოდი ჩემთვის თანასწორობის და მშვიდობის მონუმენტია. ამ კოდმა და მისმა აღმოჩენამ ჩემი პიროვნება მთლიანად შეცვალა. ეს თავგადასავალი 2014 წელს დაიწყო, როდესაც პირველად აღმოვაჩინე მსგავსი გასაოცარი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. კოდმა, რომელმაც მასწავლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფასი, კოდმა, რომელმაც პირადი სივრცის ცნება უფრო ხელშესახები გახადა. ეს არის მშვიდობის კოდი. მსოფლიოში 1.7 მილიარდი ადამიანი ვერ სარგებლობს საბანკო მომსახურეობით. მილიარდამდე ადამიანს არ აქვს სუფთა წყლის ფუფუნება, ხოლო დაახლოებით 3 მილიარდ ადამიანს არასდროს ჰქონია კავშირი ინტერნეტთან.  ბითქოინი ცვლის არსებული პოლიტიკის თამაშის წესებს, რომელსაც კოდის დახმარებით შეუძლია სოციალური პრობლემის გადაწყვეტა და მოგვარება. ინტერნეტ ფულის არსებობით, საზოგადოებას კომუნიკაციის შესაძლებლობა უჩნდება. დღეს დედამიწის ორბიტაზე განთავსებული სატელიტებიდან, ხუთს ბითქოინის ქსელი იყენებს იმისთვის, რომ რადიოს დახმარებით ბითქოინის ტრანზაქციები განახორციელოს და ეს ცალკე შესაძლებლობაა იმ 3 მილიარდი ადამიანისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა არ გააჩნიათ. რადიო კავშირის დახმარებით დღეს შესაძლებელია ინტერნეტის გარეშე ბითქოინის გაცემა/მიღება და სწორედ ეს რევოლუციური კოდი არის ის, რომლის შესახებ მინდა გავაგებინო ყველას, მათ შორის ბავშვებს. მყავს შვილი, რომელსაც ხშირად ვესაუბრები ტექნოლოგიების შესახებ და ვუყვები მიმდინარე ამბებს. მან ფულის წარმოშობის და ბითქოინის შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოსახლოების უმრავლესობამ. ერთ დღესაც თვითერზე აღმოვაჩინე წიგნი ბავშვებითვის, რომელიც ბითქოინის შესახებ მოგვითხრობდა. ცხადია არც დავფიქრებულვარ ისე შევიძინე და ეს ნინასთვის გავაკეთე. მერე აღმოვაჩინე, რომ ეს იყო ძალიან ეგოისტური ქმედება და გადავწყვიტე ეს წიგნი სხვა ბავშვებისთვისაც მეთარგმნა. https://www.facebook.com/nikoloz.museridze/posts/3020510961301637 თუმცა დღემდე ამას ვერ მივაღწიე. 2018-2021 წლებში მე ვიყავი მოძრაობა გავიგუდეთს აქტივისტი. შეგნებულად არ მინდოდა ეს წიგნი პირადად მე მეთარგმნა, რადგან მომწონს ადამიანებთან კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა. რამოდენიმე უიმედო მცდელობის შემდეგ დავნებდი, თუმცა თარგმნის სურვილი არასდროს დამიკარგავს. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ იმ წლებში ამის კეთება უბრალოდ შეუძლებელი იყო და სწორედ ამიტომაც ვერ მივიყვანე დაწყებული საქმე ბოლომდე. დღეს ჩემი საქმიანობის მთლიანი დრო ეთმობა კრიპტო ვალუტებს, ტექნოლოგიებს და კოდებს. ეს ჩემი სამუშაო დღის წესრიგია. პროექტის შესახებ როდესაც გავიგე ვიფიქრე, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება სისულელე იქნებოდა. წიგნი უკვე ექვს ენაზეა ნათარგნი https://amzn.to/3v4dmBJ და მაქვს სურვილი მეშვიდე ქართულად იყოს.      

29 მხარდამჭერი

ანონიმური

500.0 
June 17, 2022

ომარ ჯანგავაძე

500.0 
June 14, 2022

ომარ ჯანგავაძე

440.0 
June 14, 2022

ომარ ჯანგავაძე

500.0 
June 14, 2022

ომარ ჯანგავაძე

500.0 
June 14, 2022

დავით დვალი

100.0 
May 26, 2022

Levan Dvali

10.0 
May 26, 2022

vaso kimadze

5.0 
May 25, 2022

ანონიმური

10.0 
May 22, 2022

ანონიმური

20.0 
May 17, 2022

ანონიმური

50.0 
May 17, 2022

გიორგი თვალიაშვილი

10.0 
May 17, 2022

ანონიმური

450.0 
May 16, 2022

კარლო თევზაძე

30.0 
May 16, 2022

მიხეილო მღებროშვილო

200.0 
May 16, 2022

მარიამ აბულაძე

20.0 
May 16, 2022

ავთანდილ კუჭავა

100.0 
May 16, 2022

ლუკა კობერიძე

50.0 
May 12, 2022

გიორგი კალანდარიშვილი

15.0 
May 12, 2022

გიორგი ადამია

5.0 
May 10, 2022

არჩილ თევზაძე

15.0 
May 10, 2022

ნიკა თოდუა

50.0 
May 10, 2022

Natia Lursmanashvili

30.0 
May 07, 2022

ალექსანდრე გორგაძე

50.0 
May 01, 2022

ერეკლე ზურმუხტაშვილი

100.0 
April 26, 2022

ანონიმური

10.0 
April 26, 2022

ცოტნე ყურაშვილი

20.0 
April 25, 2022

ბონდო გოლეთიანი

100.0 
April 23, 2022

ანონიმური

10.0 
April 22, 2022

სიახლეები არ მოიძებნა

მცირე აღწერის საჭიროებისას გამოიყენებთ ამ ადგილს, მოცემული შრიფტის სტილით

კამპანიის ლოკაცია