ეს არის პლატფრომა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას იდეა აქციო რეალობად ადამიანების დახმარებით.
გაქვს იდეა?
გსურს აკეთო მეტი?
გინდა მეტი ცვლილება შენს გარემოში?
მეტი სიახლე?
მეტი შესაძლებლობა?
მეტი გამოწვევა?
მეტი წარმატების ისტორია?
მაშინ Crowdfunding-ის პლატფრომა შენთვისაა!
გაიარე რეგისტრაცია ჩვენს საიტზე და გაგვიზიარე შენი იდეა, რომ მეტი სასიკეთო ცვლილება მოვახდინოთ ერთად!
ყველა პროექტი განსაზღვრული უნდა იყოს წინასწარი მიზნებითა და კონკრეტული დროის ვადებით.
შეგიძლიათ შემოწირულობის სანაცვლოდ დონორს „საჩუქარი” შესთავაზოთ და მადლობა ამით გადაუხადოთ. „საჩუქრის“ განსაზღვრა შენზეა დამოკიდებული.
“ორბელიანი” შეაფასებს პროექტის ფინანსურ ნაწილსა და იდეას.
მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ შერჩეული იდეები გამოქვეყნდება პლატფორმაზე, ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ პროექტებს და მოწონების შემთხვევაში გაიღონ ფული კონკრეტული იდეის განსახორციელებლად.
“ორბელიანი” თქვენ იდეას ფართო საზოგადოებას გააცნობს, მაგრამ მხარდამჭერები იდეისთვის თქვენ უნდა მოიზიდოთ.
თუკი პროექტი წარმატებული აღმოჩნდება და მიაღწევს დაფინანსების მიზანს, შემოწირული თანხა გადაირიცხება პროექტზე პასუხისმგებელი პირის ანგარიშზე.
„ორბელიანი მეტის“ საშუალებით შეგიძლია დაეხმარო რომელიმე მეგობარს, ან
შენს სოფელში მცხოვრებ ადამიანს, ან ნებისმიერ საზოგადოების წევრს, რომელსაც აქვს კარგი იდეა.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე
საინიციატივო ჯგუფებს.
ფინანსდება ნებისმიერი იდეა, რომელსაც შეუძლია საზოგადოებრივი სიკეთის მოტანა, მათ შორის სოციალური საწარმოები.
გსურთ თქვენი მეგობრების მობილიზება და თქვენი უბნის ან ქალაქის გამწვანება?
ან ბიბლიოთეკის მოწყობა შენს სოფელში?
აპლიკაციის შექმნა, რომელიც საცობებს განტვირთავს?
მოწყობილობა, რომელიც ჰაერის დაბინძურებას გაზომავს?
იქნებ ადგილობრივი ფესტივალის ორგანიზებისთვის გჭირდება თანხა?
ან შენს რეგიონში არსებული მუზეუმის განახლება გსურს?
იქნებ სკოლა გინდა გადააქციო ენერგო ეფექტურ შენობად?
რა ჭირდება შენს სოფელს, ქალაქს, ქვეყანას?
რა არის სოციალური საწარმო -ეს გახლავთ ბიზნეს პრინციპებით მოქმედი საწარმო, რომელსაც გააჩნია სოციალური მისია.
სოციალურ საწარმოს აქვს ორმაგი მიზანი: ეკონომიკური და სოციალური. აქედან უმთავრესი სოციალურია. ეკონომიკური მიზანი გახლავთ, მხოლოდ საშუალება მეორე უფრო მნიშვნელოვანი – სოციალური მიზნის მისაღწევად.
აქედან გამომდინარე, გაცილებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი იმ სოციალური პრობლემის მოგვარებაში რისთვისაც იგი შეიქმნა.
ვინ არიან სოციალური მეწარმეები– სოციალური მეწარმეები არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ სამეწარმეო საქმიანობის გარკვეულ რისკს საზოგადოების სასარგებლოდ. მათ სურთ ინოვაციური მიდგომებით გადაწყვიტონ ურთულესი სოციალური პრობლემები. მათთვის დამახასითებელია ლიდერობა და უნარი, რომ მიზნის
მისაღწევად აიყოლიონ თანამოაზრეები.
მნიშვნელოვანია, თქვენი იდეის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად გაავრცელოთ, იქნება ეს სოციალური მედია, სატელევიზიო გადაცემები თუ სხვადასხვა აქტივობა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას შეატყობინებთ.
რა მოხდება საკმარისი თანხა თუ არ შეგროვდება?
თქვენ მიიღებთ მოგროვებულ თანხას მას შემდეგ, რაც წარადგენთ მოდიფიცირებულ პროექტს და დაასაბუთებთ, რომ თანხა მიზნობრივად დაიხარჯება არსებული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით.
პროექტის მოდიფიცირებული ვერსია დაეგზავნება თქვენს შემომწირველებს მათი ინფორმირების მიზნით და დაიდება თქვენს გვერდზე.
თუ გაქვთ ძალიან კარგი იდეა, მაგრამ არ გაქვთ საჭირო თანხა მის განსახორციელებლად, მაშინ „ქრაუდფანდინგი“ სწორედ თქვენთვისაა.
ეხება თუ არა დროის ლიმიტი „ორბელიანი მეტი”-ს პლატფორმაზე განთავსებულ იდეებს?
აუცილებელია, წარდგენილ იდეას წინასწარ ჰქონდეს განსაზღვრული დროის ვადები/ლიმიტი, რომელსაც აწესებთ თქვენ.
ადგილობრივ თვითთმართველობასთან და/ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად „ორბელიანს“ გარკვეული პერიოდულობით შეუძლია მოახდინოს ზოგიერთი ინიციატივის თანადაფინანსება.
თუ იდეის ავტორი შეძლებს სამიზნე თანხის სულ მცირე 30 პროცენტის მოგროვებას პლატფორმის მეშვეობით, დანარჩენ 70 პროცენტს „ორბელიანი“ დონორი ინსტიტუტისგან მოძიებული თანხით დააფინანსებს.
თანადაფინანსებული იდეები სპეციალური ნიშნით არის გამოყოფილი.
თანადაფინანსება სტიმულია იდეის ავტორებისთვის, რომ მეტი წარმატებით მოახდინონ თანხის ამოღება.
თანადაფინანსებული პროექტების არჩევა დამფინანსებელ ორგანიზაციასთან კონსულტაციის საფუძველზე ხდება.
რა შეიძლება საჩუქრად დავაწესო?
ეს არის დონაციის სანაცვლოდ შეთავაზებული სიმბოლური საჩუქარი.
შეგიძლიათ სხვადასხვა საჩუქარი შესთავაზოთ მხარდამჭერს დონაციის მოცულობის შესაბამისად.
ჯილდო შეიძლება თქვენს მიერ შექმნილი პროდუქტი იყოს (სოციალური საწარმოს შემთხვევაში) ან თქვენს იდეასთან თემატურად დაკავშირებული ნებისმიერი საჩუქარი.
ასევე, არ დაგავიწყდეთ მადლობის წერილის გაგზავნა ნებისმიერი თქვენი შემომწირველისთვის!
საჩუქრის მიწოდებას შემომწირველამდე იდეის ავტორი უზრუნველყოფს.
„ორბელიანი მეტი“ არ იღებს პასუხისმგებლობას საჩუქრის მიწოდებაზე და არც
საკურიერო ან ტრანსპორტიების სერვისის დაფარვაზე.
მინიმუმი შემოწირულობა 1 ლარია.
Crowdfunding-ის საიდუმლო მხარდაჭერების მობილიზებაშია.
თუ ათასობით მხარდამჭერის სიყვარულს მოიპოვებთ, ერთ ლარს შეუძლია თქვენს იდეას ფრთები შეესხას.
გარდა ამისა, ამით საშუალებას ვაძლევთ ნებისმიერ ადამიანს გახდენს
კარგი საქმის მონაწილე.
ერთი ლარით მეტი = ერთი მხარდაჭერით მეტს.
მაქსიმალური თანხა, რაც შეგიძლიათ მოითხოვოთ ორბელიანი საქართველოს თანადაფინანსებით შეადგენს 10 000 ლარს, შესაბამისად პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს .
თანადაფინანსების ბიუჯეტი გახლავთ 180, 000.00 ლარი, აღნიშნული თანხა გადანაწილდება 18 რჩეულ პროექტზე.
შეგიძლიათ, რომ საყვარელ პროექტს ანონიმურად შეწიროთ თანხა.
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ონლაინ ბანკის მეშვეობით თქვენი ბარათის გამოყენებით. ონლაინ ტრანზაქცია TBC ბანკის მეშვეობით ხორციელდება და გადახდის საკომისიო 2%-ია.
„ორბელიანი მეტი“ Crowdfunding-ის პლატფორმაზე იყენებს საუკეთესო
ტექნოლოგიას არსებულ სისტემას შორის, რომელიც თიბისი ბანკის
საშუალებით ხორციელდება.
თქვენი იდეისთვის ონლაინ გაკეთებული შემოწირულობები მანამ არის დაცული, სანამ თქვენ მზად იქნებით ფულის გადასარიცხად.
ფინანსური ტრანზაქციის უსაფრთხოებას TBC ბანკი უზრუნველყოფს. თქვენი ტრანზაქცია იმ ხარისხითაა დაცული, რამდენადაც ნებისმიერი სხვა ტრანზაქციის დროს, რომელსაც ამ ბანკის საშუალებით ახორციელებთ.
მთავარი სარგებელი ყველასთვის ერთია- მეტი ცვლილება, რომელიც
საწინდარია საზოგადოებრივი სიკეთის.
თუმცა გარდა აღნიშნული საერთო სარგებლიანობისა, იდეის ავტორებზე იქნება დამოკიდებული თუ რას შესთავაზებენ გაღებული ფულის სანაცვლოდ ადამიანებს.
თანხის დაკორექტირება ან გაუქმება შეგიძლიათ მანამ, სანამ აღნიშნულ
ტრანზაქციას განახორციელებთ.
ორგანიზაცია „ორბელიანი“ 8 წელზე მეტია სოციალურ ინიციატივებს აფინანსებს და მსგავსი პროექტების შეფასების და მონიტორინგის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს.
იდეის პლატფორმაზე გამოქვეყნებამდე „ორბელიანი“ ამოწმებს იდეის ავტორს, განიხილავს მის პრაქტიკულ მხარეს, საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დამატებით დოკუმენტაციას და მხოლოდ ამის შემდეგ აქვეყნებს პლატფორმაზე.
გარდა ამისა, ყველა თანადაფინანსებული იდეას ჩვენი გუნდი უშუალოდ უწევს მონიტორინგს, რომ მხარი დაუჭიროს იდეის ავტორს და გადაამოწმოს დონაციის მიზნობრივად გამოყენება, მათ შორის ამოწმებს ფინანსურ დოკუმენტაციას.
ასევე, პროექტის ავტორი ვალდებულია, საბოლოო ანგარიში დადოს პლატფორმაზე პოსტის სახით მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.
პროექტის ანგარიში, მათ შორის ფინანსური ნაწილი, ყველა შემომწირველს იმეილზე
გაეგზავნება მოთხოვნის შემთხვევაში.
საქართველოდან გაკეთებულ საბანკო ტრანზაქციებზე მოქმედებს TBC ბანკის სტანდარტული საკომისიო 2%, რომელიც ინდივიდუალურ შემომწირველებს ერიცხებათ, ხოლო საზღვარგარეთიდან გადმორიცხვის შემთხევაში 2.5% ტარიფი მოქმედებს. ეს მთლიანად ბანკის მომსახურების საკომისიოაა.
პლატფორმის მომსახურების საკომისიო შეადგენს 10%. ამით მხარს დაუჭერთ “ორბელიანს“ და დაეხმარებით პლატფორმას კიდევ უფრო განვითარდეს და მხარი დაუჭიროს მომავალში უფრო მეტ იდეას.
საქართველოში უამრავი მოტივირებული და კრეატიული ადამიანია, ვისაც სურს სამეზობლო, ქალაქი თუ ქვეყანა სასიკეთოთ შეცვალოს.
უამრავი სოციალური ინიციატივა, ინოვაციური იდეა, გამოგონება თუ სოციალური საწარმო იღუპება არასაკმარისი ფინანსების გამო. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში, უამრავი ადამიანი მოიძებნება, ვისაც სურს, რომ საინტერესო და საზოგადოებისთვის სასიკეთო იდეები გადაარჩინოს და ასეთი ადამიანები წაახალისოს.
ზუსტად მათ ერთ სივრცეში გასაერთიანებლად შეიქმნა „ორბელიანი მეტი“.
მეტი იდეა, მეტი ცვლილება, მეტი მხარდამჭერი
„ორბელიანი“ მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომ მოიძიოს ფინანსებსი სამოქალაქო აქტივიზმის ხელშესაწყობად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფინანსური გამჭვირვალობა და ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე
ასახულია თითოეული დაფინანსებული პროექტის ხარჯთაღრიცხვა, ხოლო აუდიტის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშები ხელმისწავდომია ჩვენს ვებგვერდზე www.orbeliani.net.
„ორბელიანის“ Crowdfunding-ის მიმართულებას მხარს უჭერს გაეროს
განვითარების პროგრამა და „აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის
ინსტიტუტი“.
გარდა ამისა, იმისთვის, რომ პლატფორმამ ფუნქcიონირება განაგრძოს და ახალი ფუნქციები დაემატოს, მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადარიცხვისას პლატფორმის განვითარების თანხასაც შემოგვწირავთ.
შემოწირულობა ნებაყოფლობითია.
შემოწირულობი ყოველთვიურ ანგარიშს „ორბელიანი“ პლატფორმაზე გამოაქვეყნებს.
ქრაუდფანდინგი (Crowdfunding) ერთ-ერთი წარმატებული გზა გახდა სხვადასხვა წამოწყებისთვის (ბიზნეს, სამეცნიერო, პირადი და ა.შ.) ინვესტიციების მოსაზიდად.
მისი მთავარი არსი არის ის რომ, ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. რაც უფრო მეტ
დამფინანსებელს დააინტერესებ, უფრო ზრდი შანსს რომ იდეის განხორციელებისათვის საჭირო თანხა აგროვდეს.
გარკვეული დროის განმავლობაში დაინტერესებული დამფინანსებლები იდეის ავტორს (ან
ავტორთა ჯგუფს, კომპანიას) ურიცხავენ თანხას. თანხის რაოდენობას დამფინანსებლები თავიანთი სურვილით განსაზღვრავენ.
ძირითად შემთხვევებში, უმეტესი ქრაუდფანდინგის ვებსაიტი დაფუძნებულია qველმოქმედების ან გარკვეული არაკომერციული სარგებელის პრინციპზე.
ქრაუდფანდინგის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია.
ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა პროექტი კრედიტების გარეშე აიწყოს. ეს ასევე შესანიშნავი PR-საბაბია. თქვენ საშუალება გეძლევათ პროექტი დამატებითი ხარჯების გარეშე გაავრცელოთ.
გამოყოფენ ქრაუდფანდინგის რამდენიმე ტიპს:
- ჯილდოს გარეშე/დონაციაზე დაფუძნებული: თქვენი გულშემატკივრები
რიცხავენ ფულს იდეის განსახორციელებლად და სანაცვლოდ არ იღებენ
ჯილდოს. - არაფინანსური ჯილდო: ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ბარათი, ვიდეო,
რომელშიც მადლობას უხდით შემომწირველს ან საჩუქარი, რომელსაც
გაუგზავნით შემომწირველს დონაციის სანაცვლოდ. - ფინანსური ჯილდო: ამ შემთხვევაში მსხვილი ინვესტორები იღებენ
პროცენტს შემოსავლიდან და გაყიდვებიდან. ნაწილობრივ „ქრაუდფანდინგის“
ეს სახეობა გამოიყენება ფილმების, თამაშებისა და აპლიკაციების,
მუსიკალური ალბომების დაფინანსებისას.
საქართველოდან გაკეთებულ საბანკო ტრანზაქციებზე მოქმედებს TBC ბანკის სტანდარტული საკომისიო 2%, რომელიც ინდივიდუალურ შემომწირველებს ერიცხებათ, ხოლო საზღვარგარეთიდან გადმორიცხვის შემთხევაში 2.5% ტარიფი მოქმედებს. ეს მთლიანად ბანკის მომსახურების საკომისიოაა.