ჩვენი გუნდი

ქეთევან ხაჩიძე

დირექტორი

 

ქეთევან ხაჩიძე ორგანიზაცია ”ორბელიანის” დირექტორია მისი დაარსებიდან.
ქეთევანი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული პრესტიჟული ჩივნინგის სტიპენდიანტია და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი “განვითარება და მმართველობა” პროგრამით დიდ ბრიტანეთში, განვითარების სფეროში წამყვან აკადემიურ ინსტიტუტში Institute of Development Studies, რომელიც სასექსის უნივერსიტეტთანაა აფილირებული. მანამდე ქეთევანმა მოიპოვა მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, რეგიონალურ პროგრამა “ტრანზიცია – სამხრეთ კავკასიის ფარგლებში” ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ დაწესებული სტიპენდიით.
“ორბელიანში” მუშაობის დაწყებამდე ქეთევანი მუშაობდა ქეა საერთაშორისო კავკასიაში სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით და იყო პროგრამის განვითარების და ინოვაციების გუნდის წევრი. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს შვიდ წელს მედიაში და უძღვებოდა ინგლისურენოვან გაზეთს The Georgian Times.
ქეთევანი დაინტერესებულია ინოვაციური მიდგომებით საერთაშორისო განვითარების სფეროში და მისთვის მნიშვნელოვანია, საერთაშორისო დახმარება გახდეს უფრო ეფექტიანი და ხალხის პრიორიტეტებზე უკეთესად მორგებული.

 

 

 

მარიამ მიროტაძე

პროექტის მენეჯერი

 

მარიამ მიროტაძე არის  არასამთავრობო ორგანიზაცია  “ორბელიანი საქართველო”-ში  პროექტების ხელმძღვანელი.

2015 წლიდან მარიამი აქტიურად არის ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში. მარიამი მრავალი პროექტის ავტორია, რომლებმაც პოზიტიური გავლენა იქონია საზოგადოებაზე. მას აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება და განხორციელებული აქვს სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების პროგრამები საქართველოში ( UNDP, USAID,EU). მარიამი არის ტრენერი პროექტის მართვისა და ფონდების მოძიების მიმართულებით. მარიამის პროფესიული განვითარების და ზრდის უნარი, შემოქმედებითობა და პრინციპულობა, პროექტის მართვის და განხორციელების უნარი და შედეგებზე ორიენტირებულობა, ბრწყინვალე  წერითი, ზეპირი და კომუნიკაციის უნარი ყოველთვის იწვევდა ჩვენი გუნდის აღფრთოვანებას.

.

 

 

 

 

 

ნათია რეხვიაშვილი

ფინანსური კოორდინატორი

 

ნათია რეხვიაშვილი არის “ორბელიანი საქართველო”ს  ფინანსური მენეჯერი. იგი პასუხისმგებელია ორგანიზაციის გამჭვირვალობაზე ფინანსური ოპერაციების თვალნათლად დოკუმენტირების და მუდმივი კონტროლის გზით.
ნათიამ მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (ფინანსური აუდიტი) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტში, დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ისწავლა პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტში ACCA პროგრამით. ის მუშაობდა ბუღალტრად საქართველოში რამდენიმე მსხვილ კომპანიაში.

 

 

 

 

ნინო გიორგაძე

პროექტის კოორდინატორი

 

ნინო გიორგაძე არის ორბელიანის საქართვლოს პროგრამის კოორდინატორი. იგი არის პასუხისმგებელი მოხალისეთა ჩართულობისა და კოორდინაციის მიმართულებაზე და აგრეთვე სხვა ძირითად ორგანიზაციული განვითარების საქმიანობაზე.
ნინოს აქვს მუშაობის დიდი გამოცდილება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში. წლების მანძილზე იგი მუშაობდა ტრენერად და სხვადასხვა პროგრამების კოორდინატორად საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციებში, როგორიცა SOS- ბავშვთა სოფელი, World vision საქართველო, პოლონეთის მოქალქეთა განათლების ცენტრი.
ნინო ფლობს მაგისტრის ხარისხს სოციალური სამუშაოს მიმართულებით.