მეტი ჩვენზე

 

“ორბელიანიარასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, რათა თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს შესაძლებლობა შეცვალოს საკუთარი თემის/საზოგადოების ცხოვრება უკეთესობისკენ.

 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაშიორბელიანის”  ონლაინ პლატფორმის (app.orbeliani.net) მეშვეობით უამრავი საჭირო, პრაქტიკული და კრეატიული იდეა დაფინანსდა საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორი ინსტუტუტებისგან მოძიებული ფინანსური რესურსებითთითოეული ინიციატივა არის დამოუკიდებლად შექმნილი და მის უკან სხვადასხვა ადამიანები დგანან: ფილმის შექმნელები, მუსიკოსები, არტისტები და დიზაინერები, სტუდენტები, ახალაგაზრდები, თემის ლიდერები. 2015 წლიდან დღემდე ორბელიანს 600,000 ლარი აქვს დახარჯული იდეებზე შემდეგი დონორების მხარდაჭერით : UNDP,  SIDA,  Embassy of Czech Republic, Embassy of Netherlands, EWMI Access program.

 

 

 

ორბელიანისპოპულარობა იზრდება და ასევე იზრდება მოტივირებული ადამიანების რიცხვი, ვისაც სურს პატარა ნაბიჯებით შეცვალოს გარემო უკეთესობისკენ. მაგრამ საერთაშორისო დონორებისგან მოწოდებული ფინანსური რესურსი ყოველთვის საკმარისი არაა ან არაა ყველასთვის და ყოველთვის ხელმისაწვდომი.ამიტომ გადავწყვიტეთ თვითონ ხალხს მივცეთ საშუალება დააფინანსონ იდეები, რომელსა საზოგადოებისთვის სიკეთე მოაქვს.

 

 

ორბელიანი მეტი

ქრაუდფაინდგის პლატფორმაა სოციალური ინიციატივების

მხარდასაჭერად და კარგი იდეებისთვის

მეტი მხარდამჭერის გასაერთიანებლად.

 

Crowdfunding იდეის დაფინანსების თანამედროვე გზაა ონლაინ სამყაროს მეშვეობით. ეს არის თანხის შეგროვების შესაძლებლობა საზოგადოების დახმარებით. თითოეული ჩვენგანი უკეთეს სამყაროზე ოცნებობს, სწორედ შთაგონების ეს ნაპერწკალი დაეხმარება ადამიანს, შეცვალოს სამეზობლო, სოფელი, ქალაქი ან თუნდაც მთლიანი საზოგადოება!

 

ეს არის პლატფორმა, რომელიც მოიცავს იდეების, კონტენტის, აქტიური ადამიანებისა და მათი გულშემატკივრების გაერთიანებას ონლაინ სამყაროში.

 

 

 

ჩვენი ღირებულებები

 

იყავი ღია/გახსნილი

ორბელიანი ისეთივე გახსნილი ორგანიზაციაა, როგორსაც ჩვენ ჩვენი მოხალისეებისგან ველით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის.

 

ისწავლე და იმოქმედე

ჩვენ ყოველთვის ვაღიარებთ შეცდომებს.  ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეფექტური უკუკავშირის მექანიზმები ხელმისაწვდომი იყოს. ორბელიანი რეაგირებს პოტენციურ საჩივრებზე/პრობლემეზე და პრევენციულ ზომებს მიმართავს საჭიროების შემთხვევაში.

თანასწორობა

ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ნებისმიერი ადამიანის მისაღებად!  არ აქვს მნიშვნელობა სქესს, რელიგიას, წარსულს, ეთნოსს, ფიზიკურ შესაძლებლობებსა და სხვა მსგავს კრიტერიუმებს.

 

გენდერული თანასწორობა

ჩვენ გენდერული თანასწორობა გვესმის, როგორც თანასწორი უფლებები, ვალდებულებები და შესაძლებლობები ორივე სქესის მიმართ.

 

მოსმენა

ჩვენ აქტიურად ვეძებთ და  ვუსმენთ იმ ადამიანებს, ვისაც ნაკლები გავლენა ან კონტაქტები აქვთ.  კარგად გვესმის ისიც, რომ თითოეული ადამიანს, რომელთანაც შეხება  გვაქვს,  განსხვავებული გამოცდილება, წნეხი და ინტერესი გააჩნია. ჩვენ თითოეულ მათგანს პატივს ვცემთ.

 

მოქმედება/რეაგირება

ჩვენ ჩაბმულნი ვართ იმ საერთაშორისო “ორგანიზმში”, რომელიც გულისხმობს დაფინანსებას მეტი სასიკეთო ცვლილებისთვის!  ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგად გავითავისოთ ეს “ორგანიზმი” და ჩვენი წილი პოზიტიური როლი ვითამაშოთ მასში. ჩვენ  გვესმის ისიც, რომ მრავალფეროვანი და განსხვავებული ეკოსისტემის ნაწილი ვართ და მუდმივად ვითვალისწინებთ იმას, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია მასზე ჩვენს საქმიანობას.