ამბები ჩვენზე

  • Placeholder image

    “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ..."

    თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.”   გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!

  • Placeholder image

    რა არის CROWDFUNDING?

    სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!

  • Placeholder image

    მეტი იდეების კონკურსის შესახებ

    გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები?  გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე –  რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს!   ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?   იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს  ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com

გაეცანი იდეებს მეტი ჩვენზე ამბები

გამჭვირვალობა

წესები და პირობები

თქვენსა და “ორბელიანს” შორის  დადებული შეთანხმება არეგულირებს თქვენს მიერ პლატფორმის გამოყენების პირობებს, მათ შორის მასალების და ინფორმაციის გამოყენებას, თქვენს უფლებებსა და იმ ფუნქციონალებს, რომლებიც საშუალებას გაძლევენ მიიღოთ დონაცია, გააკეთოთ შემოწირულობა, შექმნათ ანგარიში, დაიწყოთ პროექტი და ისარგებლოთ საიტზე არსებული სხვა მსგავსი ფუნქციონალით.

  1. შეთანხმების პირობებზე დათანხმება გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით ამ ხელშეკრულებაში გაწერილ წესებს და პირობებს.
  2. გადახდისას თქვენ აღიარებთ და თანხმდებით, რომ ხართ სრულწლოვანი და აწერთ ხელს ხელშეკრულებას “ორბელიანთან”. თუ ორგანიზაციის სახელით აკეთებთ განაცხადს ან დონაციას, მაშინ უზრუნველყოფთ, რომ თქვენ ხართ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელი, რათა იმოქმედოთ კომპანიის/ორგანიზაციის სახელით.
  3. “ორბელიანი” იტოვებს უფლებას შეასწოროს ხელშეკრულება გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ და გამოაქვეყნოს ის მხოლოდ ამ პლატფორმაზე.
  4. “ორბელიანს” აქვს უფლება ცვლილებები შეიტანოს საიტში და არ იღებს ვალდებულებას შეინახოს თქვენ მიერ წარმოდგენილი კონტენტი წინასწარი შეტყობინების გარეშე.
  5. პერსონალური ინფორმაციის შენახვას და გამოყენებას არეგულირებს ჩვენი პერსონალური ინფორმაციის დოკუმენტი.

თქვენ ეთანხმებით და აცნობიერებთ, რომ:

       –  თქვენ გვაწვდით უტყუარ ინფორმაციას;

       –   რომ გაქვთ უფლება გააზიაროთ ეს ინფორმაცია;

       –   თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი პროფილის დაცვაზე;

       –   თქვენს მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია შესაძლებელია მესამე პირმა გამოიყენოს ”ორბელიანთან” შეუთანხმებლად;

საიტზე ქცევის წესები:

ეთანხმებით, რომ თქვენ არ გამოაქვეყნებთ ან გაავრცელებთ:

1.1. პოსტს, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, დამამცირებელ და მუქარის შემცველ კონტენტს, ტყუილს ან დამახინჯებულ ინფორმაციას;

1.2. რაიმეს, რაც დაცული არ არის  პატენტით, გამოქვეყნების უფლებით, საკუთრების უფლებით, უფლების მქონე ადამიანის ნებართვის გარეშე;

1.3. მასალას, რომელიც ხელს შეუწყობს ტერორისტულ ან კრიმინალურ საქმიანობას, რომელიც ახალისებს ძალადობას.

ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა:

2.1. ხელშეკრულება ძალაშია მის შეწყვეტამდე.

2.2. “ორბელიანს” უფლება აქვს შეგიზღუდოთ სერვისზე წვდომა, თუ თქვენ არღვევთ ამ ხელშეკრულებას.  ”ორბელიანი” არაა ვალდებული წინასწარ გაცნობოთ ამის შესახებ.

შემომწირველებისათვის:

3.1. გადახდის პირობები მითითებულია საიტზე. თქვენ შეგიძლიათ, მხოლოდ ბარათით გადახდა ან პირდაპირ “ორბელიანის” ანგარიშზე ჩარიცხვა, თუ მიუთითებთ პროექტის სათაურს გადმორიცხვისას.

3.2. ჩვენ ვცდილობთ, რომ ინფორმაცია იდეის ავტორებზე, მიზნებზე, პროექტის მიმდინარეობაზე მაქსიმალურად ზუსტი იყოს და ვამოწმებთ პროექტის ავტორის  ვალიდურობას გამოქვეყნებამდე. ასევე, შეიძლება შეიცვალოს პროექტის სამიზნე თანხა ლარის კურსის ცვალებადობის გამო ან პროექტის ავტორის თხოვნის საფუძველზე.

3.3. თქვენ ვალდებულებას იღებთ, რომ გადახდის დროს იყენებთ მხოლოდ თქვენს პირად ბარათს ან თქვენს პირად ფინანსურ ანგარიშს.

3.4. “ორბელიანი” არ აბრუნებს შემოწირულობას.

3.5. “ორბელიანი” შეცვლის შემოწირულობის სამიზნე პროექტს იმ შემთხვევაში, თუ სამიზნე პროექტის ავტორმა უარი განაცხადა თანხის მიღებაზე. ”ორბელიანი” თქვენთან შეთანხმებით თანხას სხვა მსგავსი შინაარსის/მიზნის პროექტს ჩაურიცხავს.

თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაციის გამოყენება:

4.1. ჩვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვის დოკუმენტი არეგულირებს პერსონალური ინფორმაციის გამოყენების უფლებებს. როდესაც ეთანხმებით სერვისის გამოყენების პირობებს, თქვენ ასევე ეთანხმებით ამ დოკუმენტის პირობებს.

4.2. თქვენს გვერდზე ატვირთული კონტენტი უნდა იყოს თქვენი და არ არღვევდეს საავტორო უფლებებს.

4.3. “ორბელიანს” უფლება აქვს ჩაასწოროს ინფორმაცია ან  წაშალოს, თუ ვთვლით, რომ  კონტენტი არღვევს საავტორო უფლებებს ან შეიცავს მუქარის, ძალადობის მოწოდებებს.

4.4. “ორბელიანს” უფლება აქვს გამოიყენოს თქვენს მიერ ატვირთული კონტენტი თქვენი პროექტის და პლატფორმის პოპულარიზაციის მიზნით.

უსაფრთხოება:

5.1. თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელი თქვენი პირადი ანგარიშის, იმეილის, პაროლის მონაცემების დაცვაზე და არ უნდა გაუზიაროთ ის მესამე პირს.

5.2. საიტის უსაფრთხოება დაცულია ანტი-ვირუსული პროგრამებით და ინკრიპტის ტექნოლოგიით. მაგრამ გთხოვთ, გააცნობიეროთ, რომ,  როგორც ნებისმიერი საიტი, “ორბელიანის” პლატფორმაც არაა დაცული ჰაკერული შეტევებისგან.

5.3. ბარათის და ფინანსური ტრანზაქციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია TBC  ბანკი და “ორბელიანს” არ აქვს წვდომა თქვენი ბარათის მონაცემებზე.

საიტის გამართული მუშაობა:

6.1. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ საიტი მუშაობდეს შეფერხების გარეშე. მაგრამ შეიძლება არსებობდეს შეცდომები საიტის ფუნქციონირებისას. ასეთების აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

ზოგადი დებულებები:

7.1. “ორბელიანმა” შეიძლება შეცვალოს საიტის გამოყენების პირობები და გამოაქვეყნოს განახლებული ვერსია მხოლოდ ელექტრონული ფორმით ამავე საიტზე.

7.2. “ორბელიანი” არ იღებს ვალდებულებას მიაწოდოს საჩუქარი შემომწირველს დონაციის სანაცვლოდ. საჩუქრის შეთავაზებასა და მიწოდებაზე მთლიანად პასუხისმგებელია იდეის ავტორი. შემომწირველი და იდეის ავტორი თანხმდებიან საჩუქრის მიწოდების პირობებზე ინდივიდუალურად.

7.3. “ორბელიანი” ვალდებულებას იღებს შეამოწმოს დაფინანსებული პროექტის განხორციელება და გაუგზავნოს სამიზნე პროექტის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი შემომწირველს ასეთი თხოვნის არსებობის შემთხვევაში.

7.4. “ორბელიანი” ვალდებულებას იღებს შეამოწმოს პროექტის ვალიდურობა და უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა იდეის გამოქვეყნებამდე.