104
შესრულებული პროექტი
თაკო ბაქრაზე ორბელიანი მეტის “იდეების კონკურსის” ერთ-ერთი გამარჯვებულია, მისი იდეა კი შემდეგია – “აჩუქე ულევი კერამიკის გაკვეთილი მარტყოფის ხანდაზმულებს”. ხანდაზმულებისთვის კერამიკის შესწავლის შესაძლებლობა რეალობად რომ აქციოს , ოჯახთან ერთად მარტყოფში დასახლდა და შექმნა სტუდიო, სადაც ხანდაზმულებს რეალიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ. თაკო გვიზიარებს, თუ რა ცვლილებების მომტანი იქნება მისი ინიციატივა საზოგადოებისთვის : ” ორბელიანი მეტის დახმარება იწყება არა ფინანსური თანადაფინანსების 70%-იდან, არამედ იმ სამზადისიდან, რომელსაც ვიდეორგოლის გადასაღებად ვიწყებთ, რათა ჩვენმა იდეამ მზის სინათლე იხილოს და ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწიოს. ულევი კერამიკის ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებიდან 24 საათში 279 გადაზიარება ჰქონდა, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის და დაფინანსებული რეკლამის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გვწამს ჩვენი იდეის და აქამდეც კარგად გვქონდა სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების საზოგადოებისთვის დაბრუნებას და მათი წლებით ნაგროვები გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს, ვიდეოს რა რეაქციაც მოჰყვა ხალხისგან, მაინც გაკვირვებულები დავრჩით, სასიამოვნოდ გაკვირვებულები. ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა თუ რა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში ხანდაზმულთა სოციალიზაციის პრობლემა და როგორი საჭიროა ამ პრობლემის გადასაჭრელად მოქმედება დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დონაცია გაიღო, რომ ეჩუქებინა მარტყოფის ხანდაზმულთათვის ულევი კერამიკის გაკვეთილი, მოგვწერა ერთი ფრაზა, “მინდა სიბერეში ჩემზეც იზრუნონ”… ეს ფრაზა გახდა ამომავალი წერტილი, რომლითაც ვხვდებით, რომ ერთმანეთზე ზრუნვა არის ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტი. თითოელი დონაცია, რომელსაც ვიღებთ შემომწირველებისგან, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ მარტყოფის ათმა ხანდაზმულიმა მეგობრული და ასაკობრივი სტერეოტიპებისგან თავისუფალი სივრცით ისარგებლოს, გაიჩინოს ახალი ჰობი და გაუჩნდეს შემოსავლის წყარო სასიამოვნო საქმისგან. იმდენად მნიშვნელოვანია ხალხის ჩართულობა, რომელიც საკუთარ კონტრიბუციას დებს საკუთარი ხანდაზმულობის წლების სიჯანსაღისთვის და გამრავალფეროვნებისთვის, დარწმუნებული ვართ მომავალში უფრო მეტი სახელოსნოს გახსნას შევძლებთ, უფრო მეტი ხანდაზმულის საზოგადოებაში დასაბრუნებლად.” გაიგე თაკოს იდეის შესახებ მეტი!
სახალხო დაფინანსება იგივე Crowdfunding პრინციპია, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) მთავარი იდეა ბევრი ადამიანის მიერ, ერთიანი ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით საერთო პროექტების განხორციელებაა! ქრაუდფანდინგის (სახალხო დაფინანსების) უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია- ონლაინ სივრცეში დიდი რაოდენობის პოტენციურ დამფინანსებელთან გეძლევა საკუთარი იდეის წარდგენის საშუალება. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს თქვენი იდეით, რომელიც სასიკეთო ცვილებას მოუტანს საზოგადოებას. სახალხო დაფინანსების რამდენიმე სახე არსებობს: დონაციაზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს შემოწირულობის შეგროვებას მხარდამჭერებისაგან თქვენი პროექტისთვის. წახალისებაზე დაფუძნებული crowdfunding-ს შემთხვევაში, პროექტის ავტორი შემომწირველს სიმბოლური ჯილდოთი უხდის მადლობას. წილზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსება გულისხმობს, რომ შემომწირველები მხარდაჭერის სანაცვლოდ კომპანიის აქციების გარკვეულ პროცენტს იღებენ. და ბოლოს, სესხზე დაფუძნებული დაფინანსება, რომლის დროსაც პროექტის ავტორი ვალდებულებას იღებს, რომ შემოწირულობას დააბრუნებს გარკვეული დროის შემდეგ. სახალხო დაფინანსების რომელ სახეს აირჩევ შენი პროექტის საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ გაქვს იდეა, რომელიც გსურს რეალობად აქციო ან გახდე რაიმე ღირებულის ნაწილი და დონაციით გააძლიერო რომელიმე რეგიონი, სახალხო დაფინანსების პლატფორმა სწორედ ამ შესაძლებლობებს იძლევა!
გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის პრობლემები? გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ? თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა, თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის, ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება, მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ! „ორბელიანის“ იდეების კონკურსი ნაბიჯია ცვლილებებისკენ! წარმოადგინე, შენი იდეა ჩვენს პლატფორმაზე – რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში. მონაწილეობის შედეგად კი : – შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს; – გამარჯვების შემთხვევაში მიიღებ დაფინანსება შენი იდეისთვის! – განავითარებ შენს იდეას დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით; – მიიღებ მონაწილეობას ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცნობ სხვა აქტივისტებიც; – იდეის განხორციელების შემთხვევაში შეგეძლება გაუზიარო წარმატებას სხვა დამწყებ პროექტის ავტორებს! ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა? იდეის წარდგენა შეუძლია ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: ინდივიდებს, საინიციტივო ჯგუფებს,სამოქალაქო მოძრაობებსა და აქტივისტებს. იდეების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემედეგ. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე – Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე ან მეილზე – orbelianimeti@gmail.com
პაროლის აღსადგენად, შეიყვანე შენი ელ-ფოსტა, სადაც გამოგეგზავნება პაროლის აღდგენის ლინკი
ააიპ “ორბელიანი საქართველო” – ჩვენი მიზანია სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, რათა თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს შესაძლებლობა შეცვალოს საკუთარი თემის/საზოგადოების ცხოვრება უკეთესობისკენ.
ბოლო წლების განმავლობაში “ორბელიანის” ონლაინ პლატფორმის (app.orbeliani.net) მეშვეობით უამრავი საჭირო, პრაქტიკული და ინოვაციური იდეა დაფინანსდა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ.
თითოეული ინიციატივა არის დამოუკიდებლად შექმნილი და მის უკან ჩვეულებრივი ადამიანები დგანან, რომელთაც საზოგადოებრივი სიკეთისთვის ბრძოლა აერთიანებთ.
2015 წლიდან დღემდე ორბელიანს 1 000 000 ლარზე მეტი აქვს გაცემული ინიციატივებისთვის შემდეგი დონორების მხარდაჭერით : UNDP, SIDA, Embassy of Czech Republic, Embassy of Netherlands, EWMI Access program.
“ორბელიანი საქართველოს” პოპულარობა იზრდება და ასევე იზრდება მოტივირებული ადამიანების რიცხვი, რომელთაც სურთ პატარა ნაბიჯებით შეცვალონ გარემო უკეთესობისკენ, მაგრამ საერთაშორისო დონორებისგან მოწოდებული ფინანსური რესურსი ყოველთვის საკმარისი არ არის, ამიტომ გადავწყვიტეთ ხალხისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, დაააფინანსონ მათთვის საინტერესო და სასურველი იდეები, სწორედ ასე შეიქმნა ქრაუდფანდინგის პლატფორმა “ორბელიანი მეტი”.
2015 წელს საქართველოში სახალხო დაფინანსების პირველი პლატფორმა Orbelianimeti.ge შეიქმნა. Orbelianimeti.ge თანადაფინანსების პრინციპით მუშაობს და ეხმარება ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სოციალურ მეწარმეებს საკუთარი იდეები აქციონ რეალობად, მოიპოვონ საკმარისი დაფინანსება საკუთარი პროექტების და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად. იდეის ავტორებს პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ მოაგროვონ პროექტისთვის სასურველი თანხის 30%, ხოლო 70% „ორბელიანი მეტი” საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან ან კერძო სექტორისგან მოზიდული ფინანსებით დაფარავს.
ბოლო წლების განმავლობაში “ორბელიანი მეტის” პლატფორმის მეშვეობით უამრავი საჭირო, პრაქტიკული და კრეატიული იდეა დაფინანსდა.
შესრულებული პროექტი
შეგროვებული თანხა
უნიკალური მხარდამჭერი
თანადაფინანსება
ორბელიანი ისეთივე გახსნილი ორგანიზაციაა, როგორსაც ჩვენ ჩვენი მოხალისეებისგან ველით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის.
ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეფექტური უკუკავშირის მექანიზმები ხელმისაწვდომი იყოს. ორბელიანი რეაგირებს პოტენციურ საჩივრებზე/პრობლემეზე და პრევენციულ ზომებს მიმართავს საჭიროების შემთხვევაში.
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ნებისმიერი ადამიანის მისაღებად! არ აქვს მნიშვნელობა სქესს, რელიგიას, წარსულს, ეთნოსს, ფიზიკურ შესაძლებლობებსა და სხვა მსგავს კრიტერიუმებს.
ჩვენ გენდერული თანასწორობა გვესმის, როგორც თანასწორი უფლებები, ვალდებულებები და შესაძლებლობები ორივე სქესის მიმართ.
ჩვენ აქტიურად ვეძებთ და ვუსმენთ იმ ადამიანებს, ვისაც ნაკლები გავლენა ან კონტაქტები აქვთ. კარგად გვესმის ისიც, რომ თითოეულ ადამიანს, რომელთანაც შეხება გვაქვს, განსხვავებული გამოცდილება და ინტერესი გააჩნია.
ჩვენ ჩაბმულნი ვართ იმ საერთაშორისო “ორგანიზმში”, რომელიც გულისხმობს დაფინანსებას მეტი სასიკეთო ცვლილებისთვის! ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგად გავითავისოთ ეს “ორგანიზმი” და ჩვენი წილი პოზიტიური როლი ვითამაშოთ მასში.