მმართველობა

ჯული კემპბელი

საბჭოს დავმჯდომარე

 

ჯული კემპბელი არის ორბელიანის თანადამფუძნებელი და ორგანიზაციის ბორდის ამჟამინდელი თავმჯდომარე. ჯული ათზე მეტი წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო განვითარების სფეროში რამდენიმე ფანდრაიზინგისა და პროგრამის მართვის პოზიციაზე, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის და ახლო აღმოსავლეთში ოქსფამისთვის. ჯული განსაკურებით ზრუნავს ქალთა უფლებებზე და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხალხი  განვითარებასთან დაკავშირებული ძალისხმევების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდეს. ჯული ამჟამად მუშაობს დამოუკიდებელ კონსულტანტად და ეხმარება მსხვილ ორგანიზაციებს ინოვაციური პარტნიორობის განვითარებაში,  კომპლექსურ პროგრამულ განვითარებაში ან გუნდის ცვლილებაში.

 

 

 

მარკ მალენი

საბჭოს წევრი

 

მარკ მალენი ხელმძღვანელობდა ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ფილიალს 1997 წლიდან შევარდნაძის გადადგომამდე, 2003 წლამდე. 2006-დან 2010 წლამდე  ის ცხოვრობდა ლონდონში, სადაც იყო სლოან ფელოუს პროგრამის მონაწილე ლონდონის ბიზნესის სკოლაში. ის იყო საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარე 2001-დან 2015 წლამდე, როდესაც ის აირჩიეს საერთაშორისო ბორდში. მარკი იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ბორდის წევრი (თავმჯდომარე 1999 წლიდან 2004 წლამდე), ასევე ლონდონის გუდინაფ კოლეჯის (Goodenough College), ბრიტანულ-ქართული საზოგადოების და სამოქალაქო პროგრამის  (Radarami.org) წევრი. არის ორბელიანის დამფუძნებელი და თავმჯდომარეობდა მას 2016 წლის დეკემბრამდე.

 

 

ქეთევან ხაჩიძე

საბჭოს წევრი

 

ქეთევან ხაჩიძე ორგანიზაცია ”ორბელიანის” დირექტორია მისი დაარსებიდან 2021 წლამდე.
ქეთევანი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული პრესტიჟული ჩივნინგის სტიპენდიანტია და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი “განვითარება და მმართველობა” პროგრამით დიდ ბრიტანეთში, განვითარების სფეროში წამყვან აკადემიურ ინსტიტუტში Institute of Development Studies, რომელიც სასექსის უნივერსიტეტთანაა აფილირებული. მანამდე ქეთევანმა მოიპოვა მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, რეგიონალურ პროგრამა “ტრანზიცია – სამხრეთ კავკასიის ფარგლებში” ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ დაწესებული სტიპენდიით.
“ორბელიანში” მუშაობის დაწყებამდე ქეთევანი მუშაობდა ქეა საერთაშორისო კავკასიაში სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით და იყო პროგრამის განვითარების და ინოვაციების გუნდის წევრი. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს შვიდ წელს მედიაში და უძღვებოდა ინგლისურენოვან გაზეთს The Georgian Times.
ქეთევანი დაინტერესებულია ინოვაციური მიდგომებით საერთაშორისო განვითარების სფეროში და მისთვის მნიშვნელოვანია, საერთაშორისო დახმარება გახდეს უფრო ეფექტიანი და ხალხის პრიორიტეტებზე უკეთესად მორგებული.

 

 

 

ეკა როსტომაშვილი

საბჭოს წევრი

 

ეკა როსტომაშვილი არის კვლევისა და კომუნიკაციების პარტნიორი ბერლინის გლობალური საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტში (GPPi). მან ერთი წლის განმავლობაში ითანამშრომლა ჰერტის მმართველობის სკოლასთან კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სანამ 2015 წელს GPPi-ს შეუერთდებოდა, ეკა მუშაობდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებაში, მათ შორის საპარლამენტო მონიტორინგის, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების, ადვოკატირების კამპანიების, სამოქალაქო ჩართულობის, ასევე ორგანიზაციის გასვლით და ადვოკატირების ღონისძიებებში.

 

 

 

 

ჯონ ქეთსოკი

საბჭოს წევრი

 

ჯონი არის არაკომერციული ორგანიზაციის, ელვას დამაარსებელი, რომლის მიზანია მსოფლიოში მოქალაქეებსა და გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად საჭირო პროდუქციის და მომსახურების უზრუნველყოფა. მას დიდი გამოცდილება აქვს აფრიკაში, დასავლეთ ევროპასა და კავკასიაში კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის კვლევისა და საველე სამუშაოების ჩატარებაში.

 

 

 

 

 

ბორის კიკნაძე

 საბჭოს წევრი

 

ბორის კიკნაძე არის ინოვაციური საქველმოქმედო პროექტის – wehelp.ge და სოციალური საწარმოების:  MusicPro, BeActive, Soap for Hope Georgia დამაარსებელი.

3 წლის განმავლობაში ბორისი BOG-ის CSR მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
იგი ასევე ფინანსური ტექნოლოგიური სტარტაპის PawwwN.com–ის თანადამფუძნებელია.

ამჟამად  ბორისი  FortuneJack-ისა და Orbital Gaming-ის CEO-ს პოზიციას იკავებს. ორბელიანის გარდა, ის არის სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდისა და ორგანიზაციის საბჭოს წევრი. ის ასევე კითხულობს ლექციებს ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულებით.

 

 

 

 

ეკა იმერლიშვილი

 საბჭოს წევრი

 

ეკა იმერლიშვილი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადი განვითარების ინდექსის საერთაშორისო გამომცემლობას ხელმძღვანელობს ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში 2019 წლიდან.  2008-2018 წლებში ეკა მუშაობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეთა ჩართულობისა და არაფორმალური ადგილობრივი სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის პროექტებზე. ეკა აქტიურადაა ჩართული ფემინისტურ აქტივიზმში, არის რამოდენიმე ფემინისტური სტატიის ავტორი და იყო რადიო გადაცემის „ფემინისტრიმის“ თანა-წამყვანი 2015 წელს.